"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ულამაზესი სახე, ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე საკმაოდ იღბლიანი ადამიანია, რადგან ბავშვობის ყველა ოცნება აუხდა, მიზანსაც მიაღწია და დღეს საყვარელ მეუღლესთან, ბიზნესმენ ვანიკო ბენიძესთან ერთად იდილიაში ცხოვრობს.
მარიამი ჟურნალ "თბილისელებთან" იმ დღეს იხსენებს, როდესაც მომავალმა მეღლემ ხელი სთხოვა. როგორც აღმოჩნდა, ეს სწორედ 14 თებერვალს მოხდა:
"გამიმართლა, რომ ასეთი მეუღლე მყავს. ვანიკო მანებივრებს და ყველაფერში მიწყობს ხელს. არც სიურპრიზებს მაკლებს. მის გვერდით ყოველი დილა ბედნიერად თენდება. ზოგადად, დღის ეთერებზე ვარ, თუმცა გვიანობამდე მიწევს ხოლმე სამსახურში ყოფნა. რასაკვირველია, რთულია, სახლში დაღლილი რომ მივდივარ, მაგრამ ჩემი მეუღლეც დაკავებულია და ფაქტობრივად, ამით ვაბალანსებ სახლში არყოფნას. განაგრძეთ კითხვა