დაუბრუნდა თუ არა ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონს? - Marao

დაუბრუნდა თუ არა ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონს?

2019-02-15 12:16:28+04:00

www.usmagazine.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა ურთიერთობა აღადგინეს.

სრულიად მოულოდნელად, 9 თებერვალს (შაბათს) ბრედ პიტი ყოფილი ცოლის დაბადების დღეზე გამოცხადდა (შეგახსენებთ, რომ ჯენიფერი 50 წლის გახდა) Sunset Tower Hotel-ში. მისმა გამოჩენამ გააოცა დამსწრე საზოგადოება – სანდრა ბალოკი, ქეით ჰადსონი, ამალ კლუნი, დემი მური, ჯონ მაიერი (ჯენიფერ ენისტონის ყოფილი), კეტი პერი, ბარბარა სტრეიზანდი, გვინეტ პელტროუ (ბრედ პიტს მასთანაც ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც კრახით დასრულდა) და ა.შ.

www.usmagazine.com-ის წყარო ირწმუნება, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახის დანგრევის შემდეგ ყოფილმა ცოლ-ქმარმა მალევე აღადგინა ურთიერთობა და ჩუმად შეხვედრა დაიწყო. განაგრძეთ კითხვა