როგორ გაატარეს სიყვარულის დღე ხატია სიჭინავამ და რამაზ ნოზაძემ? (ფოტო/ვიდეო) - Marao

როგორ გაატარეს სიყვარულის დღე ხატია სიჭინავამ და რამაზ ნოზაძემ? (ფოტო/ვიდეო)

2019-02-15 14:57:51+04:00

ხატია სიჭინავამ და რამაზ ნოზაძემ ვალენტინობის დღესასწაული ლიკანის სასტუმროში გაატარეს.

მეუღლემ ხატიას ნომერში ვარდის ფურცლებით მორთულ საწოლზე შამპანური, შოკოლადები და საჩუქრები დაახვედრა.

ხატიამ კი მეუღლეს სამაჯური აჩუქა და აღნიშნა, რომ საჩუქრები სიყვარულის დღეს ორმხრივად უნდა აჩუქონ ერთმანეთს წყვილებმა.

“ შეაგროვეთ მოგონებები, ისინი ყველანაირ სიმდიდრეზე ძვირად ღირებულია. ჩაიდინეთ სიგიჟეები, ისინი ყველაზე კარგ მოგონებებს ქმნიან. არ დაივიწყოთ, რომ სიყვარულსაც სჭირდება ყურადღება და მოფრთხილება ” - წერს ხატია.

ხატიამ სიყვარულის დღეს გადაღებული ვიდეო და ფოტოები "ინსტაგრამზე" ატვირთა. "ინსტაგრამის" მიმდევრები წყვილს ულოცავენ სიყვარულის დღეს და ბედნიერებას უსურვებენ.