როგორ მოვამზადოთ ხახვის რგოლები - Marao

როგორ მოვამზადოთ ხახვის რგოლები

2020-02-04 10:48:59+04:00

ხახვის ხრაშუნა რგოლები.

ინგრედიენტები:

  • 1 დიდი თავი ხახვი
  • 1/2 ჭ. ფქვილი
  • 1 ს/კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ს/კ შებოლილი წიწაკა (პაპრიკა)
  • 1 კვერცხი
  • 3/4 ჭიქა რძე
  • 1 ს/კ მარილი
  • საფანელი
  • ზეთი

მომზადება:

  1. ხახვი დავჭრათ დაახლოებით 5 მმ-ზე და გამოვაცალკევოთ რგოლები.
  2. ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და პაპრიკა.
  3. ხახვის რგოლები ამოვავსოთ სათითაოდ და გავშალოთ დაფაზე.
  4. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ რძე და ფქვილი და ამოვავლოთ ჯერ ამ მასაში, შემდეგ კი საფანელში.
  5. ბოლოს მოვათავსოთ ადუღებულ ზეთში და რამდენიმე წუთში ხახვის რგოლები მზადაა.
  6. გადავიტანოთ ხელსახოცზე ზედმეტი ზეთისგან დასაწურად.

ჟურნალი "გემრიელია"