პერფორმანსი „პალიტრა L“-ისა და „კვირის პალიტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, "ბიბლუსის" ერთ-ერთ ფილიალში გაიმართა.
გაცოცხლებულმა მონა ლიზამ გამვლელების ყურადღება მიიპყრო და მათში სახალისო რეაქცია გამოიწვია. ლეონარდო და ვინჩის გაცოცხლებულ შედევრთან ფოტოს გადაღების მსურველიც ბევრი აღმოჩნდა.
18 თებერვალს, „კვირის პალიტრის“ გამოცემასთან ერთად, და ვინჩის სამი რჩეული ნახატი - „მონა ლიზა“, „ქალი ყარყუმით“ და „საიდუმლო სერობა“ გაიყიდება.

თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
პირველი ხალხის რჩეული მხატვარი გახდა ვან გოგი, ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. ხალხის რჩეული ტილოები გახდა: "მონა ლიზა", "ქალი ყარყუმით", "საიდუმლო სერობა". ტილოები ხელმისაწვდომი 18 თებერვლიდან, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება.
ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.
ვიდეო: palitravideo.ge