რუბრიკის “ფილმები ცნობილი ადამიანების რჩევით” შემდეგი სტუმარი პოლიტიკოსი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეა.
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის რჩეული ფილმების ხუთეული ასე გამოიყურება:
ერთი, ორი, სამი

მაკნამარკო კომპანია " კოკა-კოლას" განყოფილების უფროსია გერმანიაში. ის ნამდვილი კარიერისტია. ერთხელ მას მოუწევს, ყურადღება მიაქციოს დიდი ამერიკელი ხელმძღვანელის ქალიშვილ სკარლეტს. იგი ფიქრობს, რომ ეს მას კარიერულ ზრდაში დაეხმარება. მაგრამ ყველაფერი რთულდება, როდესაც გოგონა თხოვდება... უყურეთ ონლაინ
დიდი ლებოვსკი

ლებოვსკი არის ზარმაცი ადამიანი, რომელიც მთელ თავის დროს ატარებს სმასა და ბოულინგის თამაშში. მოულოდნელად მისი წყნარი ცხოვრება ირღვევა. განგსტერებს ის მის მოგვარე მილიონერში შეეშლებათ და ფულს სთხოვენ... უყურეთ ონლაინ
ფორესტ გამპი

დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია, არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე მისგან ელიან და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება. "ფორესტ გამპი" არის ამბავი ადამიანზე, რომელიც თავის პრობლემებზე მაღლა დადგა და დაამტკიცა, რომ სიმამაცე და სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უნარი... უყურეთ ონლაინ
შვიდი სამურაი

ვეტერან სამურაის რთული დრო დაუდგა, მან სოფელი ბანდიტებისგან უნდა დაიცვას. იგი დახმარებისთვის კიდევ ექვს სამურაის შეკრებს და ისინი სოფლის მცხოვრებლებს თავდაცვას ასწავლიან... უყურეთ ონლაინ
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში, დაუმორჩილებელი პატრიკ მაკმერფი მის მეგობარ პაციენტებს, მთავარი მედდის, - მილდრედ რეტჩიდის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ აამხედრებს... უყურეთ ონლაინ