კუბური სოუსი-მარინადი ქათმის ხორცისთვის - "მოჰო" - Marao

კუბური სოუსი-მარინადი ქათმის ხორცისთვის - "მოჰო"

2020-02-06 10:55:24+04:00

კუბური სოუსი-მარინადი "მოჰო" ქათმის უბრალო ნაჭერს საოცარ გემოს შემატებს.

წარმოიდგინეთ: ციტრუსი, პიკანტური ნიორი, სურნელოვანი ქინძი... ეს სოუსი კუბის სავიზიტო ბარათი გახდა.

ინგრედიენტები:

  • ნიორი 8 ც.
  • ფორთოხალი 1 ც.
  • ლაიმი 1 ც.
  • შავი პილპილი (დაფქული)1 ჩ/კ.
  • ხახვი 1 ც.
  • მზესუმზირის ზეთი 60 მლ
  • მარილი 1,5 ჩ/კ.
  • ორეგანო 2 ჩ/კ.
  • ქინძი 15 გ

მომზადების წესი:

  1. ხახვი დაკეპეთ ძალიან წვრილად. ნიორი გახეხეთ სახეხზე ან დაჭყლიტეთ.
  2. ციტრუსი გარეცხეთ, მოაცილეთ ცედრა. რბილობიდან გამოწურეთ წვენი. დაუმატეთ დაჭრილი ქინძი და დანარჩენი ინგრედიენტები, ზეთის გარდა.
  3. ზეთი ჩაასხით პატარა ჯამში და გააცხელეთ (არ ადუღოთ). მარინადიც ცალკე ჯამში გადაასხით, დაახურეთ თავსახური და 10 წთ გააჩერეთ. შემდეგ გამოიყენეთ ხორცის დასამარინადებლად.