იმისთვის, რომ გაარკვიოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშანი ხართ, აცტეკური ჰოროსკოპის მიხედვით, დაბადების თვე ან წელი კი არა, საათი უნდა იცოდეთ. თუ თქვენ დაიბადეთ 00:00-იდან 10:59 საათამდე, აღნიშნულ ზოდიაქოს ნიშნებს შორის საკუთარსაც აღმოაჩენთ. დანარჩენ ნიშნებს კი ხვალ შემოგთავაზებთ.
სინამდვილეში ხართ: კაიმანი, სიბრძნის სიმბოლო. ამ ნიშნით დაბადებული ყველა ადამიანი გამჭრიახი გონებით გამოირჩევა. ის ლოგიკურად მსჯელობს, რის გამოც არასდროს სცდება რეალობის საზღვრებს.
კარგი მრჩეველი და მოსაუბრეა. ორგანიზება მისი ძლიერი მხარეა, ისევე, როგორც ადამიანების მართვა და მათზე გავლენის მოხდენა. მიზანსწრაფული და თავდაჯერებულია. ანალიზის მეშვეობით ყველა სიტუაციაში სწრაფად ერკვევიან.
რა წერია თქვენს ბედის წიგნში: არასდროს დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას. ყველა თქვენი შეცდომა გაკვეთილი იქნება, რომელსაც კარგად დაიმახსოვრებთ. რაოდენ რთულ სიტუაციაშიც უნდა აღმოჩნდეთ, გამოსავალს ყოველთვის იპოვით. შესაძლოა გახდეთ პოლიტიკოსი ან ერის ლიდერი და ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანოთ, ან ფსიქოლოგიას თუ ფსიქიატრიას გაჰყვეთ და განუკურნებელ ფსიქიკურ დაავადებებს ღირსეულად შეებრძოლოთ. თუ სწავლების პროცესი მოგწონთ, თქვენგან ცნობილი პედაგოგი ან ტრენერი გამოვა.
სინამდვილეში ხართ: ქარი, რომელმაც სირთულეების გადალახვის მარტივი გზები იცის. მაშინ, როცა მის ცხოვრებას ტორნადო დაატყდება ხოლმე თავს, ის ყოველთვის ახერხებს თავის შველას. ქარის ნიშნით დაბადებული ადამიანები ძალიან მოქნილები და გარემოსმორგებულები არიან. მათ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ ადაპტაცია. საკმაოდ რთულია, ქარს თავი მოაწონო ან რაიმეთი ასიამოვნო. ამიტომ ადამიანები მის გვერდით კომპლექსდებიან ან გაურკვევლობაში ჩავარდნილი ძალიან იტანჯება ეჭვებით.
რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ადრე თუ გვიან ცხოვრება საშუალებას მოგცემთ, რომ ბევრი იმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო. გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, მოისმინოთ მათი ისტორიები, შეიცნოთ თქვენთვის ეგზოტიკური კულტურა. ცხოვრების რამდნიმე ეტაპზე დიდი განსაცდელი დაგატყდებათ თავს, რაც სერიოზული გამოცდა იქნება თქვენი ნებისყოფის, გამძლეობისა და მოთმინებისთვის.
სინამდვილეში ხართ: ქამელეონი, რომელიც ყოველთვის მოდუნებულია, მაგრამ ამავდროულად, კომფორტის ზონა არასდროს აზარალებს. მას სიახლეების მიღება თამამად შეუძლია და პროგრესი არ აშინებს, თუმცა, თუ მთელი ცხოვრება ჩვეული ცხოვრების წესი ექნება, არაფერს გააპროტესტებს.
შეუძლია საკუთარ თავზე იმუშაოს და შეიცვალოს საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა სხვას მის გამო შეცვლას არასდროს აიძულებს. როცა თავს ესხმიან, იმალება ან თავს არიდებს კონკრეტულ ადამიანს, არა იმიტომ, რომ ეშინია, არამედ დროს არ კარგავს კონფლიქტებზე.
რა წერია თქვენს ბედის წიგნში: ცხოვრებით დატკბობას მოახერხებთ. გამოჩნდება ადამიანი,
რომელიც გულს ძალიან გატკენთ. არჩევანის წინაშე დადგებით, იძიოთ თუ არა შური. შურისძიება ბედნიერებამდე არ მიგიყვანთ. პირიქით, ბოროტების მოჯადოებულ წრეში ჩაებმებით, უფრო დაცარიელდებით და მარტო იგრძნობთ თავს. ამიტომ აპატიეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ და ცხოვრება განაგრძეთ. მიზანი, რომელიც დაისახეთ, მარტივად მისაღწევი არ იქნება, მაგრამ ბოლოს შედეგით დატკბებით.