ფუნთუშა მოხარშული კრემის შიგთავსით - ფრანგული რეცეპტი - Marao

ფუნთუშა მოხარშული კრემის შიგთავსით - ფრანგული რეცეპტი

2020-02-12 09:54:23+04:00

წარმოიდგინე, ზიხარ პარიზის სასტუმროს აივანზე, გაჰყურებ ეიფელის კოშკს, მიირთმევ გემრიელ ყავას და კრემიან ფუნთუშას.

სწორედ ასეთი ასოციაცია გაგიჩნდება, თუ ფრანგული რეცეპტით მომზადებულ ფუნთუშას გაუსინჯავ გემოს.

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • ფქვილი 400 გ
  • მარილი 1/3 ჩ.კ
  • საფუარი 5 გ
  • შაქარი 100 გ
  • რძის ფხვნილი 15 გ
  • ლიმონის ცედრა 1 ჩ/კ
  • კვერცხი 1 ც
  • წყალი 200 მლ
  • ნაღების კარაქი 50 გ

ცომის მომზადება:

  1. შეურიე რძე, ფქვილი, შაქარი, საფუარი და მარილი.
  2. ათქვიფე კვერცხი, ცოტა წყალი დაასხი და გააკეთე ცომი. ნელ-ნელა დაუმატე ცედრა და ნაღების კარაქი.
  3. ცომი დადგი 2 სთ.

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • რძე 400 გ
  • სიმინდის სახამებელი 2 ც/კ
  • ცილა 2 ც
  • ლიმონი 0,5
  • შაქარი 100 გ
  • ვანილი გემოვნებით
  • ნაღების კარაქი 50 გ
  • ნუში
  • ლიმონის წვენი

მომზადება:

  1. შეურიე სახამებელი რძეს და ნელ ცეცხლზე ხარშე. არ დაგავიწყდეს დაუმატო ორი კვერცხის გულის, შაქრის, ვანილისა და ლიმონის ცედრის ნარევი.
  2. როდესაც კრემი გაცივდება, დაუმატე ნაღების კარაქი და ნუში, ლიმონის წვენთან ერთად.
  3. დაყავი ცომი 10 ნაწილად, გააბრტყელე სათითაოდ, ჩადე კრემი და აკურატულად გადმოაფარე ზემოდან ცომი.
  4. ცომი დაჭერი გრძელ ზოლებად და შეახვიე ფუნთუშა.
  5. დადე ფუნთუშები საცხობ სინზე და გააჩერე 30 წთ. შემდეგ შედე ღუმელში და აცხვე 180 გრადუსზე, დაახლოებით 15 წთ.

გემრიელად მიირთვით!