49 წლის ჯენიფერ ლოპესი მეხუთედ დაინიშნა - ნახეთ ნიშნობის ბეჭედი, რომელიც 4.5 მლნ დოლარზე მეტი ღირს - Marao

49 წლის ჯენიფერ ლოპესი მეხუთედ დაინიშნა - ნახეთ ნიშნობის ბეჭედი, რომელიც 4.5 მლნ დოლარზე მეტი ღირს

2019-03-12 14:35:33+04:00

49 წლის მომღერალი ჯენიფერ ლოპესი საყვარელ მამაკაცზე, 43 წლის ალექს როდრიგეზზე დაინიშნა. წყვილმა ულამაზესი ნიშნობის ბეჭდის ფოტოები „ინსტაგრამზე“ გააზიარა.

იუველირული ნაკეთობების ექსპერტის, კეტრინ მანის თქმით, ბეჭდის ღრებულება 4.5 მლნ დოლარზე მეტია.

„ის თანახმაა“, - წერს "ინსტაგრამზე" როდრიგეზი.

მომღერლის მენეჯერი ბენი მედინა PEOPLE-თან ამბობს, რომ წყვილი ახლა დასასვენებლად იმყოფება. გამოცემის წყაროს ცნობით კი, ახლად დანიშნულები ბაჰამის კუნძულებზე ისვენებენ.

გაგრძელება