არისტოკრატული ჩაცმულობითა და მოდიდან გადასული, მაგრამ მაინც მიმზიდველი მაქმანებიანი მანჟტებით, კლოდ მონე ბევრ თანამედროვეზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა, განსაკუთრებით კი ქალებზე.
იმპრესიონისტი მხატვრის ბიოგრაფები მხოლოდ მისი ცხოვრების 2 ქალის შესახებ გვიყვებიან, რომლებისთვისაც მონესთან გატარებული წლები უზრონველი და სიყვარულით სავსე არ ყოფილა, რადგან მხატვრის მთავარი საფიქრალი და საზრუნავი მისი შემოქმედება იყო. ამბობენ,რომ მას ფული არასდროს ჰქონდა, რადგან როგორც კი რაიმეს ხელთ მოიგდებდა დაუფიქრებლად ფლანგავდა და არასდროს ფიქრობდა ოჯახზე. სამაგიეროდ, მუდმივად იყო მზად მანესა თუ რენუარისთვის ეთხოვა დახმარება. თავად კი არც ერთგული მეგობრის ეტალონად ჩაითვლება...
მისი პირველი სიყვარული, რომელთან ერთადაც 15 წელი გაატარა, ლიონელი ბურჟუას ქალიშვილი, კამილა დონსე გახლდათ. როგორც ბიოგრაფები წერენ, გოგონა ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როცა მხატვარს შეხვდა და ცოლადაც მალევე გაჰყვა, თუმცა მათი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, არც უზრუნველი ცხოვრება ყოფილა მათი ხვედრი, რადგან მონე არ იყო ის „თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი“, როგორზეც გოგონები ოცნებობენ.
საკუთარ საქმიანობაზე შეყვარებულ მონეს მეუღლისთვის ცოტა დრო ჰქონდა, სამაგიეროდ შეძლო, მალევე გაენიავებინა მისი მზითვები და როგორც მხატვრების ხვედრია, სიღარიბის კარი ფართოდ შეაღო. მას იმდენად უჭრდა, საყვარელი საქმის კეთებაც არ შეეძლო, რადგან სღებავებისთვისაც კი არ ჰქონდა ფული. როგორც ამბობენ, ის საღებავს ძველ ნახატებს აცლიდა და თავიდან ხატავდა. ხშირად სწერდა და საჭმლის ფულს სთხოვდა მეგობრებს. კამილა ურიგდებოდა მონეს ხასიათს, არ უშინდებოდა არც სიღარიბეს, სიცივეს, შიმშილს და არც ქმრის უყურადღებობას. ის ასეთივე სიმშვიდით იღებდა მის წარმატებას და არც მისთვის პოზირებაზე ამბობდა უნარს.
<div> <div> <div></div>
კლოდ მონემ მეუღლის არაერთი პორტრეტი დახატა, რომლებიც დღეს მხატვრის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მაგრამ მას არ ჰქონდა დრო მეუღლის გვერდით ყოფილიყო, როცა მშობიარობდა, ან როცა ავადმყოფობდა. მეორე შვილის გაჩენის შემდეგ კამილა ლოგინად ჩავარდა. კლოდ მონემ ავადმყოფი ცოლი სარეცელზე სოფლის ექიმთან ერთად დატოვა და გაუჩინარდა. სამაგიეროდ, დახატა გარდაცვლილი მეუღლის პორტრეტი და კიდევ ერთი შედევრი შეჰმატა საკუთარი ნახატების კოლექციას.</div>
</div>
ამის შემდეგ მონეს ცხოვრებაში კიდევ ერთი ქალი გამოჩნდა - ულამაზესი ელის გოშეტე, კლოდ მონეს მეგობრის, ერნეტს გოშეტეს ცოლი. ყველაფერი ერთი საქმიანი წინადადებით დაიწყო. ერნესტმა მონეს ციხე-კოშკის მოხატვა შეუკვეთა, რომელიც მის ცოლს მზითვებში მოჰყვა. მხატვარიც უყოყმანოდ დათანხმა წინადადებას და საცხოვრებლადაც მათთან გადავიდა. მოხდა ისე, რომ გარკვეული დროით ერნესტს სხვა ქვეყანაში მოუწია წასვლა და მონე ულამაზეს ქალთან ერთად მარტო დარჩა...
აქედან დაიწყო მათი სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა ამას 3 წლის განმავლობაში მალავდნენ. როგორც ჩანს, ელისი ამჯობინებდა, შეენარჩუნებინა ოჯახი და მონესთან მხოლოდ ფარული ურთიერთობა ჰქონოდა. ცხადია, ეს მონესთვისაც ხელსაყრელი იყო, თუმცა საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ, ერნესტმა ქალი მიატოვა და რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა კიდეც. ამის შემდეგ მონე და ელისი დაქორწინდდნენ. ქალმა მალევე გამოაჩინა მკაცრი, შეუპოვარი ხასიათი და მონეც იძულებული გახდა მეუღლის წესებს დაჰმორჩილებოდა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ელისიც მოულოდნელად გარდაიცვალა.
რთულია სათქმელია მონეს არ გაუმართლა სიყვარულში, თუ მონეს ქალებს, თუმცა მათ ერთ რამეში უთუოდ სწყალობდათ ბედი - შესაძლებლობა ჰქონდათ, ეცქირათ ამ გენიოსისთვის მუშაობის პროცესში და თავადაც თანამონაწილენი გამხდარიყვნენ. მისი ნახატები ხომ საერთოდ არ ჰგავს თავზეხელაღებულ, დაუფიქრებელ ავტორს. გადის წლები და სინაზითა თუ ემოციებით სავსე მონეს ტილოები უფროდაუფრო მეტი ადამიანის მოხიბვლას ახერხებს.
თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
პირველი ხალხის რჩეული მხატვარი გახდა ვან გოგი, ხოლო მორიგი მხატვარი კი ლეონარდო და ვინჩია. მარტის თვის ხალხის რჩეული ტილოები გახდა კლოდ მონეს: "შთაბეჭდილება/მზის ამოსვლა", "ქალი ქოლგით", “არჟანტეის ყაყაჩოები". ტილოები ხელმისაწვდომი 18 მარტიდან, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება.
ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის. დეკორატიული ტილოები დაბეჭდილია წყლის უსაფრთხო საღებავებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:
http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13