თუ პროფესიონალი მებაღე არა ხართ, პრობლემა არ არის. თქვენ მაინც შეძლებთ ვარდის დაფესვიანებას სახლის პირობებში და ულამაზესი ვარდის გაზრდას. ასე მცენარესაც გაუხანგრძლივებთ სიცოცხლეს (ფაქტობრივად, აჩუქებთ) და საყვარელი ადამიანისგან მორთმეული თაიგულის ვარდი სამახსოვროდ დაგრჩებათ.
ასე, რომ, თუ ლარნაკში ვარდები გაქვთ, რომლის ნახვას საკუთარ ბაღში ან საკარმიდამო ნაკვეთზე ისურვებდით, დაჭკნობის შემდეგ ნუ გადააგდებთ. შეგიძლიათ, მისი დაფესვიანება სცადოთ. ბოლოს და ბოლოს, ხომ არაფერს კარგავთ? ხოლო, ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს თუ შეასრულებთ, ყველაფერი გამოგივათ და მხოლოდ მოგებული დარჩებით.

ბასრი დანით ვარდს მოაჭერით ზედა ნაწილი ისე, რომ კალმის სიგრძე 25–30 სმ იყოს. გადაჭრის ადგილზე გადაუსვით ცვილი. ამის შემდეგ მოაცილეთ მას ყველა ფოთოლი და ქვედა მხარესაც მოაჭერით ცოტა, რომ გადაჭრის ადგილი განახლდეს (შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ვარდი დააფესვიანოთ).
შენიშვნა: კალმის ქვედა ნაწილის მოჭრისას (განახლებისას) გაითვალისწინეთ, რომ გადაჭრის ხაზი 45 გრადუსით უნდა იყოს დახრილი, არც სწორედ უნდა იყოს გადაჭრილი და არც მკვეთრად ჩამოთლილი.
ამის შემდეგ ქვემოთ მოცემული მეთოდებიდან რომელიმე აირჩიეთ და ვარდის კალამი დაამუშავეთ. სამივე შემთხვევაში, შედეგი გარანტირებულია. არჩევანი იმის მიხედვით უნდა გააკეთოთ, თუ თქვენ რომელი უფრო გაწყობთ, ან შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ და სამივე მეთოდი გამოსცადოთ.