არსებობს ორი ვარიანტი:
ან ვერაფრით გაგიგია, კონკრეტულად რა ხდება შენი მეგობარი თევზის თავში, ან თავად ხარ თევზი და გტანჯავს ის, რომ გარშემო მყოფებს შენი არ ესმით.
1. უკანასკნელები ჩამონათვალში
ზოდიაქოს ნიშანთა ციკლში თევზები უკანასკნელები არიან. ამიტომ მათ წარმომადგენლებს ყველა დანარჩენი 11 ნიშნის ნიშან-თვისება ახასიათებთ. ამიტომაც, ხშირად ყოყმანობენ ისინი. მათ მუდმივი შინაგანი კონფლიქტი აქვთ.
2. არიან მეოცნებენი
მათი წარმოსახვა უბრალოდ წარმოუდგენელია. გამუდმებით ღრუბლებში დაფრინავენ. პერიოდულად პრობლემები ექმნებათ იმის გამო, რომ რეალობისა და იმის, რაც თავში უტრიალებთ, გამიჯვნა უჭირთ.
3. გამუდმებით სიახლის ძიებაში
მათ უყვართ თავგადასავლები, მაგრამ ეს განსაკუთრებულობა უარყოფით გავლენას ახდენს სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. მათი თავგადასავალი მთელი ცხოვრება ერთ ადამიანთან ერთად რომ გაიზიარონ, ეს იქნება ძალიან მტკიცე ურთიერთობა.
4. ემპათია ძალიან მნიშვნელოვანია
გამუდმებით ფიქრობენ, ხშირად ინტუიციას მიჰყვებიან და გამოუსწორებელი ემპათები არიან. საკუთარ თავზე ხშირად იღებენ სხვის პრობლემებს, რის გამოც თავად იტვირთებიან და ემოციურად იფიტებიან.
5. ერთ ტალღაზე ყოფნას საჭიროებენ
თევზებს ძალიან სჭირდებათ კომუნიკაცია. შეუძლიათ სრულიად უცხო ადამიანსაც გადაუშალონ გული, თუმცა ძალიან დაკვირვებით ირჩევენ მათ, ვისაც ახლო მეგობრებად მიიჩნევენ. არიან ინტროვერტები, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ კომპანიის მთავარი გმირები არიან. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გრძნობენ ამ კომპანიასთან ერთ ტალღაზე თავს. არიან ძალიან მგრძნობიარეები და მარტივად შეიძლება მობეზრდეთ. ამის გამო საკუთარ თავში იკეტებიან.
6. გაოცდებით, რამდენად მშვიდები და წყნარები შეიძლება იყვნენ მაშინ, როცა ერთი საათის წინ უამრავ ხალხს ართობდნენ
როგორც უკვე ვახსენეთ, ისინი ინტროვერტები არიან. თუ მათ დამღლელი დღის ბოლოს შეხვდით, გაღიზიანებულები იქნებიან და შესაძლოა საუბარი საერთოდ არ მოისურვონ. მაგრამ პრობლემა თქვენში არ არის. მათ უბრალოდ დასვენება სჭირდებათ, ამას კი მხოლოდ განმარტოებით მოახერხებენ.
7. თევზები ადამიანებში მხოლოდ საუკეთესოს ხედავენ და იმავეს მოელიან
მათ თითქმის ყველას გაგება შეუძლიათ. წვეულებებზე, რომლებსაც თევზები მართავენ, უნიკალური რამ ხდება. აქ ერთმანეთისგან ყველაზე განსხვავებულ ადამიანებს შეხვდებით.
8. წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო ხანდახან მათთან თავს ძალიან მარტოსულად იგრძნობთ
მათ დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ ახალ ადამიანს მიეჩვიონ. ამიტომ, მოდუნდით. ის გულს პირველი ნახვისთანავე არ გაგიხსნით. ამისათვის ხანდახან წლებიც სჭირდება, მაგრამ თუ ეს მოხდა, სამუდამოდ თქვენი ერთგული იქნება.
9. თუ სტრესი გაქვთ, თევზები ამას იგრძნობენ
ფრთხილად შეარჩიეთ სიტყვები და საკუთარ გრძნობებზე საუბრისას ეცადეთ, გულწრფელი იყოთ, რადგან მან წინასწარ იცის ყველაფერი. სიტყვებს მისთვის დიდი ტკივილის მიყენება შეუძლია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც არ უყვარს თქვენს მეგობარ თევზს ბევრი საუბრი.
წყარო: cluber.com.ua