იდეალური შოკოლადის ბისკვიტი ტორტისთვის - Marao

იდეალური შოკოლადის ბისკვიტი ტორტისთვის

2019-03-25 13:59:16+04:00

ტორტის ბისკვიტის სახლში გამოცხობა საკმაოდ სარისკოა, რადგან ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ცომი "ჩავარდეს".

გთავაზობთ შოკოლადის ბისკვიტის რეცეპტს, რომელიც ძალიან არომატული გამოდის.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი
  • ფქვილი 100 გ
  • კაკაოს ფხვნილი 50 გ
  • შაქარი 200 გ
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩ.კ.
  • ნაღების კარაქი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გააცალკევეთ კვერცხის ცილები და გული. ცილები გააცივეთ მაცივარში, გულები კი ათქვიფეთ მიქსერით 100 გ შაქართან ერთად.
  2. ცილების ათქვეფა დაიწყეთ დაბალი სიჩქარით, შემდეგ თანდათან გაზარდეთ მიქსერის სიჩქარე მაქსიმალურამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ დარჩენილი შაქარი. თქვიფეთ იქამდე, სანამ მყარ მასას არ მიიღებთ.
  3. ათქვეფილი გულები ნელა ჩაასხით ცილიან მასაში და კოვზით აკურატულად ურიეთ ზემოდან ქვემოთ.
  4. პატარ-პატარა პორციებად ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, კაკაოთი და გამაფხვიერებლით.
  5. ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელსაც წასმული ექნება ნაღების კარაქი.
  6. ღუმელი გაახურეთ 170 გრადუსზე და აცხვეთ ბისკვიტი 30-40 წთ.
  7. ცხობის პროცესში არ გამოაღოთ ღუმლის კარი. ცხელი ბისკვიტი დატოვეთ ფორმაში, სანამ არ გაცივდება. შემდეგ გადაიტანეთ სამზარეულოს ფიცარზე. გაცივებული შეგიძლიათ გაჭრათ შუაზე.

გემრიელად მიირთვით!