ლეგენდების დრაკონის ხიდი ტაივანში - უკანასკნელი სამოთხე დედამიწაზე - Marao

ლეგენდების დრაკონის ხიდი ტაივანში - უკანასკნელი სამოთხე დედამიწაზე

2019-03-25 16:22:34+04:00

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპირო განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, ხელუხლებელი პლაჟები კი ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული. ყველაზე გამორჩეული სანსიანტაია, რომელიც მრავალიარუსიანი ფერადი ხიდით მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ერთი შეხედვით, ეს ხიდი ჩინური ლეგენდების დრაკონს მოგაგონებთ, რომელიც სანაპიროდან მთელი ზღვის სიგრძეზეა გადაჭიმული.
Image result for sansiantai dragon bridge wiki

Related image

სანსიანტაი ხშირად გამოიყენება ფოლკლორშიც. ეს არის სამი გამორჩეულად უზარმაზარი ზომის კლდე, რომელიც კუნძულს შესამჩნევს ხდის. ლეგენდის თანახმად, 8 ჩინელი უკვდავი ბერიდან სამმა სწორედ ეს კლდეები ამოარჩია მოსასვენებლად. სწორედ სახელწოდებაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „სამი უკვდავის ტერასა“. ბერებმა აქ ყოფნის ნიშნად თავიანი ფეხის ანაბეჭდები დატოვეს, რომელიც ერთ დროს უკაცრიელ კუნძულს უერთდებოდა დრაკონის ხიდით, თუმცა დროთა განმავლობაში მიწის ეს ნაწილი წყალმა დაფარა. ხიდი ააშენეს 1987 წელს. ადგილობრივები ამ ხიდს „8 ნახტომის ხიდის“ სახელით მოიხსენიებენ.

Related image

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე ტურისტებისთვის საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველად გამოიყურება, სანსიანტაი ტაიფუნებითა და ძლიერი ქარებით გამოირჩევა, რის გამოც ტურისტები ერიდებიან დრაკონის ხიდზე ვიზიტს. მიუხედავად ძლიერი ტაიფუნებისა, საინსანტაი გამოირჩევა გამჭვირვალე ფირუზისფერი წყლებით და ველური ბუნებით. ტაივანის მცხოვრებლები ამ ადგილს უკანასკნელ სამოთხეს უწოდებენ.