ცისფერთვალება, ქერა გოგონა, სახელად ბარბარა ბავშვობიდან მოყოლებული მოდური შოუების მიმდევარი და აქტიური მაყურებელი იყო მანამ, სანამ ერთ დღეს პატარა პალვინი თავის დედასთან ერთად ბუდაპეშტის ქუჩებში მოსეირნე შენიშნა სამოდელო სააგენტომ. ასე მოხვდა 13 წლის ბარბარა მოდის ინდუსტრიაში და მშობლებისგან ყველანაირი ხელშეწყობის მეშვეობით ააწყო სამოდელო კარიერა.
14 წლის ასაკში მისი პირველი კონტრაქტი ტანსაცმლის ხაზისთვის აზიური ტურნეთი დაიწყო და იქ მოპოვებული წარმატება გახდა ნიუ-იორკსა და ლონდონში სამოდელო სააგენტოებიდან ახალი შემოთავაზებების მიზეზი.
2010 წლიდან ისეთ ცნობილ ბრენდებთან დაიწყო თანამშრომლობა, როგორებიცაა LOUIS VUITTON, Miu Miu, Nina Ricci, თუმცა, როგორც მოდელი იხსენებს, მისი დებიუტი მილანის მოდის კვირეულზე, PRADA-ს ჩვენებაში მოხდა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ბარბარა არ იმყოფებოდა ქორწინებაში, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია მოდელისა და მომღერალ ჯასტინ ბიბერის ურთიერთობის შესახებ, მაშინ, როცა ჯასტინს მომღერალ სელენა გომეზთან ჰქონდა რომანი. 2018 წლის ზაფხულიდან მოყოლებული კი, მოდელი ურთიერთობაშია ამერიკელ მსახიობ დილან სპროუსთან. ბარბარა მეგობრობს მოდელ კარა დელევინთან, ხოლო მისთვის ქალის იდეალი ნატალია ვოდიანოვაა და არაერთხელ აღიარა, რომ ძალიან ბევრ რამეში ბაძავს მას.
ბარბარა, თავისი 1.73 სმ სიმაღლიდან გამომდინარე, აღიარებულია კომერციულ მოდელად, თუმცა, სავარაუდოდ, Victoria's Secret-მა გადაწყვიტა, სტანდარტები დაარღვიოს და ბრენდის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი იმის თაობაზე, რომ შოუში ერთი პარამეტრის მქონე გოგონები ჰყავთ, გამონაკლისის სახით ბარბარა ჩასვას და კრიზისულ ფონზე ანგელოზების რიგები განაახლოს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Victoria's Secret-ის ანგელოზთა რიგებში მოდელი არ განიხილებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პალვინმა 2012 და 2018 წლებში შოუზე უკვე ორჯერ გაიარა. ბრენდის რიგებში დიდი ხანია ანგელოზების ჩამატება არ მომხდარა, ამ დღეებში კი, როგორც გაირკვა, მეორე ანგელოზის ვინაობაც გახდება ცნობილი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, თუ კიდევ ვინ მოირგებს Victoria's Secret-ის ანგელოზის ფრთებს.