კინოგიდი: ნინო გაჩეჩილაძის ტოპ 5 საყვარელი ფილმი - Marao

კინოგიდი: ნინო გაჩეჩილაძის ტოპ 5 საყვარელი ფილმი

2019-03-27 12:40:43+04:00

ჩვენი დღევანდელი კინოგიდი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი ნინო გაჩეჩილაძეა.

მსახიობის ფავორიტი ფილმების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. რომაული არდადეგები

IMDB 8.1:

ეს ფილმი არის ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი პირველი შთაბეჭდილება, სადაც პირველად ვნახე ოდრი ჰეპბერნი და საოცრად მოვიხიბლე. “რომაული არდადეგები” არის ფილმი, რომელიც დღემდე არ მბეზრდება და ყოველთვის ისეთივე სიამოვნებით ვუყურებ, როგორც პირველად.

უყურე ონლაინ

2. ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან

IMDB 8.2:

ეს ფილმის ჩემი ბავშვობის პერიოდს უკავშირდება, რომლის ტექსტებიც მე და ჩემმა დამ ზეპირად ვიცით და სანამ მსახიობები ლაპარაკს დაიწყებენ, ამ ტექსტებს წინასწარ ვაჟღერებთ ხოლმე. ამ ფილმში შექმნილი სახეები - ჟოზეფინა და დაფნა (ჯეკ ლემონის და ტონი კერტისის დუეტი) კი ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო კინემატოგრაფიაში.

უყურე ონლაინ

3. კაბირიას ღამეები

IMDB 8.1 :

ჩემი აზრით, ეს არის ფელინის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს, ყველაზე ბედნიერი ფილმი, რომლის ნახვისას ყველაზე მეტი ვიტირე (მომენტში, როდესაც კაბირია ბარგს ალაგებს და მეგობარ ვანდას ემშვიდობება).

უყურე ონლაინ

4. ამელი

IMDB 8.3:

როდესაც პირველად ვნახე ამელი, ვიფიქრე, რომ ეს გოგო რაღაცით მგავდა. ის ისეთივე ფანტაზიორი იყო, როგორიც მე ვიყავი ამელის ასაკში. ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და ჰუმანური ფილმია, რაც კი ოდესმე მინახავს.

უყურეთ ონლაინ

5. ნოთინგ ჰილი

IMDB 7.1 :

ზოგადად, რომანტიკული კომედიები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კი, კარგი მსახიობების შესრულებით. ჯულია რობერტსის და ჰიუ გრანტის წყვილი ფილმში შესანიშნავ დუეტს ქმნის, რომლის ყურებაც, დამეთანხმებით, უზომო სიამოვნებაა, როგორც პროფესიონალური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით.

უყურეთ ონლაინ