ბედნიერების ინდექსი და ჩაცმის მანერა
რაც უფრო ბედნიერად ცხოვრობენ ადამიანები, მით უფრო უბრალოდ და სადად იცვამენ. ეს მოულოდნელი დასკვნა გაეროს მიერ მსოფლიოში ბედნიერების დონის განსაზღვრის ყოველწლიური ანგარიშიდან მომდინარეობს.
2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება კვლევა მსოფლიო ბედნიერებაზე. მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგიები და ახლა სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანთა ობიექტური კეთილდღეობის დონეს საზღვრავენ. ასევე აკვირდებიან მათ სუბიექტურ შეფასებას, თუ რამდენად კარგი ცხოვრება აქვთ.
შემდეგ მაჩვენებლებს ერთმანეთს ადარებენ და მოქალაქეთა ბედნიერების დონის მიხედვით ქვეყნების რეიტინგს ადგენენ.
2017 წელს გამოქვეყნებული ბედნიერი ქვეყნების პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- ნორვეგია
- დანია
- ისლანდია
- შვეიცარია
- ფინეთი
- ნიდერლანდები
- კანადა
- ახალი ზელანდია
- ავსტრალია
- შვეიცარია
ქვეყნების იგივე შემადგენლობა, მხოლოდ ადგილების გადანაცვლებით, ლიდერობდა გასულ წელსაც.
იმის გარდა, რომ ამ ქვეყნებში ცხოვრების ძალიან მაღალი დონე და შესანიშნავი სოციალური სტანდარტებია, მათ აერთიანებს მათი მოსახლეობის უკიდურესად უბრალო, სადა ჩაცმულობა.

მსოფლიო მოდისა და სტილის დამფუძნებელი ქვეყნები, რომელთა ქუჩებშიც სთრით-სთაილ ფოტოგრაფები უამრავ იდეალურ, მოდურ სახეებს აღბეჭდავენ, სადაც ყოველი მეორე სტუდენტი გამოიყურება, როგორც სტილის ნამდვილი კულტი - მსოფლიო ბედნიერების რეიტინგში მეოთხე ათეულში ფიქსირდებიან.
32 ადგილი - საფრანგეთი;
37 ადგილი - ესპანეთი;
იტალია კი, სადაც ყველა ახალშობილმა დაბადებიდან იცის, როგორ ჩაიცვას სწორად და ლამაზად, საერთოდაც - 50-ე ადგილს იკავებს.
რა ხდება ბედნიერ ქვეყნებში?

ამ ქვეყნებში თავს არავინ იღლის იმაზე ფიქრით, თუ რამდენი მილიმეტრით უნდა აიკეცოს შარვალი VOGUE-ის მიერ დადგენილი ბოლო სტანდარტების მიხედვით. ატარებენ სამოსს, რომელიც მათთვის კომფორტულია და განსაკუთრებულად არ განიცდიან - რამდენად მოდურია ის: ჯინსები, მაისურები, კედები, სპორტული ფეხსაცმელები, ჰუდები.

დანიაში ან ჰოლანდიაში ხშირად შეგხვდებათ წყვილები, რომელთაგან ვერ გაარჩევთ, რომელია გოგო ან რომელი ბიჭი - იმდენად ერთნაირად აცვიათ.
შვედეთი - ძალიან ბედნიერი ქვეყანაა. აქ ქალები თავს უბედურად არ გრძნობენ იმის გამო, რომ არ ატარებენ მოხდენილ ქვედაბოლოებს; დილით სამსახურში 10-სანტიმეტრიანი ქუსლიანი ფეხსაცმლით არ მიდიან, სპეციალური ვარცხნილობითა და მაკიაჟით. მეტიც, ამ ქვეყანაში არც მამაკაცები განიცდიან ბედნიერების დანაკლისს იმის გამო, რომ მათი ქალები 24/7-ზე არ გამოიყურებიან მსოფლიო მოდის ინდუსტრიის გამოფენის ექსპონატებივით.
როგორც ჩანს, ბედნიერებისთვის სულაც არ არის აუცილებელი, მოდურ ტრენდებს მიჰყვეთ და ქვედაბოლო სხეულის ტიპის მიხედვით საგულდაგულოდ შეარჩიოთ.

იქნებ, როცა ადამიანი ბედნიერი, დაცული და მშვიდია, მაშინ მას არ სჭირდება, ყოველდღიურად ვინმეს რაიმე დაუმტკიცოს და მთელი ძალებით არ ცდილობს მისი სტატუსის დემონსტრირებას - ასეთი ადამიანი ჯინსებსა და ჰუდში გამოწყობილიც ძალიან კომფორტულად ტკბება ცხოვრებით.
და თქვენ როგორ ფიქრობთ, ბედნიერებისა და ცხოვრებაში კმაყოფილების საერთო დონე გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იცვამენ ქალები? თუ ეს მხოლოდ დამთხვევაა?
წყარო: fit4brain.com