ჯეჯილი, პასქა და წითელი კვერცხი - ეს ის სამეულია, რომლის გარეშეც აღდგომა წარმოუდგენელია...
როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი?
იმისათვის, რომ სააღდგომო სუფრაზე ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, ის აუცილებლად უნდა დავთესოთ აღდგომამდე ორი კვირით ადრე...
ჯეჯილის დასათესად ნებისმიერი ფორმის ჭურჭლის გამოყენება შეიძლება. ეს თქვენს გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
იმისათვის, რომ ჯეჯილი კარგად გაღვივდეს, ის გარეცხეთ თბილ წყალში და მთელი ღამე დატოვეთ წყალში.დილით გადაწურეთ წყალი და თქვენს სასურველ ჭურჭელზე ჯერ მოათავსეთ ბამბა ან სუფთა მიწა და შემდეგ მოაყარეთ გაღვივებული ჯეჯილი. გაგრძელება