ხილის ტორტი ცხობის გარეშე - Marao

ხილის ტორტი ცხობის გარეშე

2019-03-27 14:43:24+04:00

გთავაზობთ მსუბუქი და ძალიან გემრიელი ხილის ტორტის რეცეპტს, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა.

ინგრედიენტები:

  • არაჟანი 500 გ
  • რძე 1 ჭ
  • შაქარი 0,5 ჭ
  • შაქრის პუდრა 0,5 ჭ
  • ჟელატინი 20 გ
  • ფორთოხალი (შეგიძლიათ შეურიოთ კივი, მანდარინი) 2-3 ც
  • შავი შოკოლადი 40 გ

მომზადება:

  1. დაალბეთ ჟელატინი თბილ რძეში და გააჩერეთ ნახევარი სთ.
  2. დაუმატეთ შაქარი. როდესაც გაფუვდება, შეაცხელეთ მასა ნელ ცეცხლზე.
  3. შაქარი და ჟელატინი ბოლომდე უნდა გადნეს. არ აადუღოთ!
  4. ათქვიფეთ არაჟანი შაქრის პუდრასთან ერთად. ჩაასხით შეგრილებულ ჟელატინიან მასაში და კარგად აურიეთ.
  5. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით მასა. შედგით მაცივარში, სანამ კარგად არ გამყარდება.
  6. გაფცქვენით ხილი. დაჭერით და დაადეთ ნამცხვარს ზემოდან. ზემოდან გადაასხით დარჩენილი რძიანი მასა და კვლავ მაცივარში შეაბრუნეთ.
  7. მორთეთ გახეხილი შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით!