ფილმების - "ლტოლვილი", "ინტიმი არ შესთავაზოთ", "სასიკვდილო ტრენინგი" ვარსკვლავი, სტანისლავ ბონდარენკო მესამედ გახდა მამა. მას მეორე ქალიშვილი შეეძინა.
ამის შესახებ მან Instagram-ში ფოტო გამოაქვეყნა:
"დღეს, 12:00 სთ-ზე, ქვეყანას მოევლინა გოგონა, მიქაელა. წონა 3044, სიგრძე 50 სმ. მადლობა ჩემს მშვენიერ anksunamunk-ს ორი მშვენიერი ქალიშვილისთვის" - დაწერა სტანისლავმა.
მსახიობს კოლეგები ულოცავენ.
სტანისლავ ბონდარენკო ბედნიერად ცხოვრობს მოდის სახლის დირექტორთან, აურინკა ალეხინასთან ერთად - 2016 წლიდან. მან აღიარა, რომ მეორე ცოლთან გაიგო, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული.
მათ პირველი გოგონა 2017 წელს შეეძინათ. სტანისლავი განიცდის, რომ ცოტა დრო რჩება პირველ შვილთან, მარკთან დროის გასატარებლად. ის პირველ ცოლთან შვილის ხათრით ცდილობს კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას.