აპრილის თვის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი - Marao

აპრილის თვის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი

2019-04-02 13:26:02+04:00


ვერძი

მოიცილეთ ის ურთიერთობა, რომელიც გახრჩობთ და თუ მოთმინებით აღიჭურვებით, მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდება. დაქორწინებულებს კამათი და უსიამოვნება ელით ფინანსებისა და საყოფაცხოვრებო საკითხების გამო. ეცადეთ, კრიტიკის გარეშე მოისმინოთ ბავშვების მოთხოვნები. მარტოხელებს სამსახურებრივი ფლირტი და რომანი ელით.

Related image

კურო

დროებით გადადეთ რემონტი, ქორწინება ან მისამართის შეცვლა. ნუ გაუწყრებით საყვარელ ადამიანს, თუ ერთ ლარზე მეტი დახარჯა. იმატებს კამათი საყოფაცხოვრებო საკითხების გამო. ის კუროები, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაშორდნენ შეყვარებულებს, ურთიერთობის აღდგენას შეძლებენ. გამონახეთ დრო პაემნისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორის ნათესავებთან.

Related image

ტყუპი

შეიძლება შეყვარებულმა იმედი გაგიცრუოთ. ჯერ კარგად გაიცანით ადამიანი და დასკვნები მერე გამოიტანეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გრძნობების გარდა პარტნიორთან საქმიანი ურთიერთობაც გაკავშირებთ. აპრილში დაქორწინებას და ქორწილის გადახდას არ გირჩევთ. ზოგიერთი ძველ კავშირს აღადგენს. თამამად გამოხატეთ თქვენი გრძნობები.

Related image

კირჩხიბი

სიმპათიებისა და კომპლიმენტების თვე გელით. საყვარელი ადამიანი დაუვიწყარ სიურპრიზებს მოგიწყობთ. მარტოხელები მეტად უნდა გააქტიურდეთ, რომ მამაკაცებმა შეგამჩნიონ. დაქორწინებულებს ბედნიერი და მყარი კავშირი ელით აპრილში. ეცადეთ, ორივემ ფული ეკონომიურად დახარჯოთ.

Image result for love gif

ლომი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ბეწვზე ჰკიდია და რა გასაკვირია, რომ განიცდით. თუ ურთიერთობის გადარჩენა გსურთ, საკუთარი გრძნობა ყურადღებით, კეთილი საქციელით დაამტკიცეთ. დიდი ხნის შეყვარებული ლომები დაქორწინებას გადაწყვეტენ. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად და ერთმანეთში მხოლოდ კარგი დაინახეთ.

Image result for love gif

ქალწული

სასიამოვნო, რომანტიკული აპრილი გელით. საინტერესო ნაცნობობა შეიძლება ფლირტსა და რომანში გადაიზარდოს. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან ერთად, უკეთ რომ გაიცნოთ ერთმანეთი. დიდი ხნის შეყვარებული ქალწულები შვილებსა და ოჯახზე დაფიქრდებიან. ზოგიერთი ფიტნესსა და სილამაზის სალონში ჩაეწერება. დაქორწინებულებმა გამონახეთ კომპრომისი და ერთმანეთის მიმართ იყავით ლოიალურები.

Image result for love gif

სასწორი

კეთილი მომავლის იმედი კარგია, მაგრამ თუ არ გააქტიურდებით, არაფერი გამოვა. თავად მოძებნეთ ერთგული ადამიანი, რომელთან ერთადაც მომავალს გაატარებთ. სამოქალაქო ქორწინება ან საყვარელ ადამიანთან გადასვლა აპრილის ბოლოს დაგეგმეთ. საყოფაცხოვრებო საკითხებისა და ფინანსების გამო ქმართან ნუ იკამათებთ. საღამოები ერთად გაატარეთ. ხშირად ჩაეხუტეთ ქმარს.

Related image

მორიელი

მოიმატებს ეჭვიანობა, ყველაფრის გადამოწმება მოგინდებათ, მაგრამ ეცადეთ, მას მაინც ენდოთ, ვინც თქვენი ერთგულია. თავად კი შეიძლება ინტიმური კავშირი დაამყაროთ ახალგაცნობილთან. მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურას. საყვარელი ადამიანისგან ხშირად მოისმენთ საყვედურს, პრეტენზიას. ეს რომ არ მოხდეს, კომპრომისზე წასვლა უნდა ისწავლოთ.

Related image

მშვილდოსანი

თქვენი რომანი ვნებებისა და სიამოვნების კავშირია. მოერიდეთ გარე ფლირტს, თუ საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება არ გსურთ. დაქორწინებულები ერთად მოაგვარებენ საყოფაცხოვრებო და ფინანსურ სირთულეებს. ნათესავებიც ჩართეთ სარემონტო საკათხების მოგვარებაში. მარტოხელები გაფრთხილდით, არავინ ჩაგითრიოთ გონივრულად დაგებულ მახეში. შეიძლება სიმპათია გაგიჩნდეთ კოლეგის, მეზობლის ან ასაკით უფროსი ადამიანის მიმართ.

Related image

თხის რქა

აპრილში არ დანიშნოთ ქორწილი, ნიშნობა. ფლირტი და პაემნები კარგია, მაგრამ სანამ ადამიანს კარგად არ გაიცნობთ, საწოლში ნუ ჩაუწვებით. აპრილის დასაწყისში ახალი სამსახური ან ვალდებულებები გამოგიჩნდებათ. რაც მომავალში გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. ნებისმიერი ხერხით გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. თუ შვებულების აღებას აპირებთ, საყვარელ ადამიანთან ერთად ევროპაში ან ზღვისკენ გაემგზავრეთ.

Image result for love gif

მერწყული

აპრილი ვნებიან რომანს გპირდებათ. შეიძლება ურთიერთობა აღადგინოთ ყოფილ შეყვარებულთან. ეცადეთ, გულით გიყვარდეთ, ენდოთ პარტნიორს და არ მართოთ იგი. შუა თვეში არ გირჩევთ კონფლიქტს წვრილმანების გამო. მარტოხელები ხშირი პაემნებისა და ნაცნობობისთვის გამონახავენ დროს. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, რადგან სხვა სფეროებში მცირე უსიამოვნებებია მოსალოდნელი.

Related image

თევზები

მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან. ნუ გააიდეალებთ პარტნიორს. შეიძლება ტკბილი სიტყვების მიღმა ადამიანმა მარტივად მოგატყუოთ. მარტოხელებს აპრილში უამრავი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ, მაგრამ ღირსეული უნდა აირჩიოთ. ეცადეთ, პირად გრძნობებში ნათესავები და მეგობრები არ ჩაახედოთ. გაფრთხილდით, რომანტიკამ და ფლირტმა არ დაგაკარგვინოთ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ.

Image result for love gif

წყარო:astrorok.ru