ალბათ, დამეთანხმებით, კინომანებისთვის საკმაოდ რთულია გამოარჩიოს რამდენიმე განსაკუთრებით საყვარელი ფილმი კინოშედევრებს შორის. ფავორიტი ფილმების ხუთეული ჩვენი რუბრიკისთვის ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა გიორგი ქორქიამ შეადგინა.
ასე გამოიყურება გიორგი ქორქიას საყვარელი ფილმების რეიტინგი:

- ანტონიონის გენიალური ნამუშევარი და შედევრი, რომელიც ითვლება ჰიპების საკულტო ფილმად. გადაღებულია იმ დროს, როდესაც ამერიკაში უდიდესი კულტურული ძვრები მიმდინარეობდა როგორც კინემატოგრაფიაში, ასევე მუსიკაში, მხატვრობაში, მწერლობაში. ბევრმა ამ ფილმს იმედების მსხვრევის სიმბოლო უწოდა. ჩემთვის კი ეს ფილმი გახდა ნამდვილი პროტესტის სიმბოლო.
უყურე ონლაინ
• Easy Rider /უდარდელი ბაიკერი

- დენის ჰოპერის ფილმი, რომელიც ასევე თავიდან ბოლომდე პროტესტია. ნამდვილი ამერიკის და ნამდვილი თავისუფლების ძიება. ეს არის თავისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ფილმი. დიდი და რთული გზის წინ ბაიკერები გადაყრიან საათებს. სიმბოლურად ეს უკვე არის დროის წნეხისგან გათავისუფლება. ეს უკვე არის რევოლუცია. ათიდან ათი ქულა ფილმსაც და რა თქმა უნდა, საუნდტრეკსაც.
უყურე ონლაინ
- ანდრეი ტარკოვსკი. გენიალური რეჟისორის ასევე გენიალური ფილმი. ეს არის ფილმი-იგავ-არაკი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებს: რწმენაზე, ადამიანის პასუხისმგებლობაზე, მორალურ კატასტროფაზეც კი. ჩემთვის ეს ფილმი თავიდან ბოლომდე ერთი დიდი Dark Ambient-ია.
უყურე ონლაინ

- ოლივერ სტოუნისეული ბონი და კლაიდი. ფილმი-სატირა 100%-იანი ძალადობის და ასევე 100%-იანი სიყვარულის შესახებ. Ა ეს არის 90-იანი წლების ალბათ ერთ-ერთი მთავარი ფილმი. რა თქმა უნდა, იდეალური საუნდტრეკით.
უყურე ონლაინ
- უილიამ ფრიდკინის საშინელებათა ჟანრის შედევრი, რომელზეც რამდენი რიმეიქიც უნდა გადაიღონ, ახლოსაც ვერ მივლენ. შეიძლება ეს ჩემი ამ ჟანრისადმი სიყვარულმაც განაპირობა, მაგრამ ფაქტი ფაქტია. ალბათ, ამაში ბევრი დამეთანხმება.
უყურე ონლაინ