არ დაუშვა შეცდომები! 6 არასწორი ქცევა ურთიერთობებში - Marao

არ დაუშვა შეცდომები! 6 არასწორი ქცევა ურთიერთობებში

2019-04-10 17:25:25+04:00

ყველა ადამიანი უშვებს შეცდომებს, თუმცა უმჯობესია საკუთარის ნაცვლად, სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ.
„მარაოს“ ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს, რასაც ჩავდივართ ახალგაზრდობის პერიოდში სიყვარულსა და ურთიერთობებში.

1. ერთობლივი ცხოვრება ფინანსური სტაბილურობის გარეშე

ძალიან ხშირად ასეთ დროს იჩენს თავს ისეთი პრობლემები, რომელთა გადასაწყვეტად ვინმეზე დამოკიდებულნი ვხდებით, ანუ ქირის საფასურის გადახდა, პროდუქტების და ჰიგიენის ნივთების შეძენა და მშობლებისთვის თანხის გამორთმევა ხშირად ჩხუბის და კამათის მიზეზი ხდება, რაც არცთუ ისე იშვიათად სრულდება განქორწინებით.

Related image

2. ვიღაცის გამო გახდომა!

თუკი წონის დაკლება გსურს - არ გააკეთო ეს არავის გამო! ეს პირველ რიგში შენ უნდა გინდოდეს და არ უნდა წარმოადგენდეს შანტაჟის მიზეზს.

Image result for Похудение ради кого-то

3. სხვების გავლენა შენს გადაწყვეტილებაზე

სხვა ადამიანების მონაწილეობა წყვილის ურთიერთობაში ყოველთვის ცუდ შედეგს გამოიღებს. ხშირად ხდება ისე, რომ არ გინდა აწყენინო დედას ან მამას და შესაბამისად, სიტუაციას ტოვებ ისე, როგორც არის, რომ არ მიიღო პასუხად: „ჩვენ ხომ გეუბნებოდით!“ ამიტომ ყოველთვის გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ პარტნიორთან ერთად დამოუკიდებლად, სხვა პირების ჩარევის გარეშე.

Image result for Влияние других на твои решения

4. სექსი დროზე ადრე

არავის აქვს უფლება, მოგცეს მითითებები შენი სხეულის განკარგვაზე. თუკი პარტნიორი არ არის მზად იმისათვის, რომ დაგელოდოთ და მუდმივად ითხოვს თქვენთან სქესობრივი აქტის დამყარებას - დაფიქრდით, მზად ხართ მიიღოთ მისი თქვენდამი ასეთი მოპყრობა მომავალშიც?

Related image

5. ურთიერთობების დაწყების დიდი სურვილი

ბევრ ადამიანს იმდენად ძლიერად სურს პირადი ურთიერთობების აწყობა, ოჯახი და შვილები, რომ არც კი ფიქრობს სხვა დანარჩენზე. შედეგად კი, დროთა განმავლობაში უჩნდება ასეთ კატეგორიას სინანულის გრძნობა, დროის ნაკლებობის შეგრძნება ოჯახთან მიმართებაში და არშემდგარ კარიერაზე ფიქრი.

Related image

6. ტოქსიკური ურთიერთობების მიღება

ხშირად ხდება ისე, რომ იმაზე ფიქრი, რომ „მე მყავს მეგობარი მამაკაცი და არ ვარ მარტო“, ბევრ სხვა პრობლემაზე თვალების დახუჭვას უდრის და სულაც აღარ ფიქრობთ იმაზე, რომ უყურადღებოდ გეპყრობათ და ხშირად გაწყენინებთ. იგივეა „წითელი ალმების“ შემთხვევაშიც - რაც ნიშნავს, რომ სრულებით ვერ ეწყობით ერთმანეთს და მთელი დრო კამათსა და ჩხუბებში გეკარგებათ.

Related image

წყარო:cosmo