სალვადორ დალის ნახატებში დამალული სიმბოლოები - Marao

სალვადორ დალის ნახატებში დამალული სიმბოლოები

2019-04-11 10:47:46+04:00

ზებუნებრივი ნიჭისა და არარაციონალური ხასიათების მხატვრის, სალვადორ დალის შემოქმედება მნახველს დღემდე დამატყვევებელი ემოციებით ავსებს.

მის ნახატებში დამალულ საიდუმლოებებს ყველა თავისებურად ხსნის და ახალ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს.

დალის ყველაზე ცნობილი ნახატი, “ მეხსიერების მდგრადობა“ უამრავ სიმბოლოს იტევს. მასზე გამოსახული რბილი საათები დროის არაწრფივობის მანიშნებელია და ფარდობითობის თეორიას შეგვახსენებს. ამაზე ავტორს ხშირად ეკითხებოდნენ, იყო თუ არა მისი ინსპირაცია აინშტაინის კვლევები. დალი კი დამაჯერებლად პასუხობდა, რომ კავშირი სივრცესა და დროს შორის კარგა ხნის წინ აღმოაჩინა, ასე რომ ხატვის დროს აინშტაინზე ფიქრი არ სჭირდებოდა, თუმცა დასძენდა იმასაც, რომ ნახატზე მუშაობის დროს მას ჰერაკლიტეს შეგონებანი ახსენდებოდა ( ამ ფილოსოფოსს მიაჩნდა, რომ დრო აზრის დინებით იზომება) და სწორედ ამიტომ დაარქვა ნახატს ეს სახელი.

კიდევ ერთი დეტალი, მყარი საათი ობიექტური დროის სიმბოლოდ ითვლება. მკვლევრები , ასევე, ყურადღებას ამახვილებენ ჭანჭველებსა და ბუზზე. პირველი მათგანი ხრწნის მანიშნებელი უნდა იყოს.

„დიდი გენიოსის დღიურში“ დალი წერდა: „ბერძენი ფილოსოფოსები შთაგონებას მათგან იღებდნენ. ფილოსოფოსები ხომ ბუზებით გარშემომრტყმული ცის ქვეშ ცხოვრობდნენ“.

ნახატის მარცხენა ზედა მხარეს გამოსახული სარკე კი ცვალებადობისა და მორჩილების სიმბოლოა.

არანაკლებ საინტერესოა „ ფანჯარასთან მდგარი გოგონა“, რომელიც 1925 წელს შეიქმნა. ეს უკანასკნელი დალის ყველაზე სრულყოფილ ნამუშევრად ითვლება. ის სამეფო სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს დახატა, საიდანაც მოგვიანებით გარიცხეს კიდეც. ამჟამად „ფანჯარასთან მდგარი გოგონა“ დედოფალ სოფიას ხელოვნების მუზეუმს ამშვენებს.

ზეთში შესრულებული ჯადოსნური ტილოა „„ბროწეულის ირგვლივ ფუტკრის ფრენით“. შორეული ჰორიზონტებისა და მშვიდი ზღვის ფონზე უამრავი სიმბოლო და საიდუმლოა გაშლილი.

პატარა ბროწეული წყლის ორ წერტილს შორის ღვთაება ვენერას სიმბოლო უნდა იყოს. მისი გულის ფორმა, ნაყოფიერებისა და აღდგომის ქრისტიანულ სიმბოლოდაც მოიაზრება.

1962 წელს დალიმ განაცხადა, რომ ეს ნახატი მიზნად ისახავს გამოსახოს ფროიდის ხანგრძლივი ძილის ტიპი, რაც მყისიერი ზეგავლენითაა გამოწვეული. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა სალვადორი საკუთარი სიზმრების ტილოზე გადატანას ახერხებდა. ის დაინტერესებული იყო ფროიდის კვლევებით და რამდენჯერმე მასთან შეხვედრაც უცდია.

სალვადორ დალის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს 1952 წელს შექმნილი „სფეროების გალათეა“, რომელიც მხატვრის მუზასა და ცხოვრების სიყვარულს გალას ეძღვნება. გალათეა ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ზღვათა ღვთაება ნერევსისი ასული , მშვიდი და მბრწყინავი ზღვის განსახიერება იყო.

მხატვარი გატაცებყული იყო კვანტური ფიზიკით , 1945 წელს ატომური ბომბის აფეთქბამ მას ახალი ფანტაზიები გაუღვიძა. დალიმ თავისი ხელოვნების ტირაჟირება ახალი გზებით დაიწყო.

თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.

უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 4 მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე და სალვადორ დალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:

http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.