,,სამეფო კარის თამაშები” მაყურებელმა პირველად 2011 წელს იხილა, 2019 წლის 14 აპრილს კი სერიალის მე-8 სეზონის მსოფლიო პრემიერა (ინგლისურ ენაზე) შედგება. საზოგადოების ინტერესი ყოველდღიურად იზრდება და მოუთმენლობა იმატებს. იმისთვის, რომ თქვენი ,,შიმშილი” დროებით დავაცხროთ, გთავაზობთ 5 ისტორიულ პერსონას, რომელიც ჯ.რ.რ. მარტინის ინსპირაციის წყარო გახდა.
უილიამ დამპყრობელი

უილიამ დამპყრობელი 1066 წელს ინლისში შეიჭრა და მეფე ჰაროლდს გვირგვინი წაართვა. უილიამი რობერტ ნორმანდიელის არაკანონიერი შვილი იყო. მან გადაცურა ზღვა, რომ სამეფო ტახტი დაეკავებინა.
ატილა – ჰუნების წინამძღოლი

ხალ დროგო მარტინის მიერ ინტერპრეტირებული ატილაა, რომელმაც მონღოლეთი დროებით დატოვა და თავისი ხალხი ცხენებით წაასხა მსოფლიოს დასაპყრობად. ატილამ ცოლად შეირთო სამეფო ოჯახის შვილი – ჰონორია, რომელსაც ძმის კლანჭებიდან სურდა თავის დახსნა. ჰონორიას ძმა რომის იმპერატორი ვალენტინ III იყო.
კლეოპატრა

დეინერისის და ჯონ სნოუს ინცესტურმა კავშირმა გაგაოცათ? სულ ტყუილად. ინცესტი მისაღები იყო უძველეს ეგვიპტეში, რომ ,,წმინდა სისხლი” შენარჩუნებულიყო. კლეოპატრას მშობლებს ინცესტური კავშირი ჰქონდათ. ასევე, თავად კლეოპატრა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, საკუთარ ძმას გაჰყვა ცოლად. მაგრამ მაშინ, როცა კლეოპატრას დედმამიშვილიც დაეღუპა, თავად აიღო ხელში ეგვიპტის სადავეები და საკმაოდ მკაცრად მართავდა ქვეყანას. ვიმედოვნებთ, რომ დეინერისიც კლეოპატრასავით არ დაასრულებს სიცოცხლეს. განაგრძეთ კითხვა