დიეტა შაქრის შეზღუდვის გარეშე - Marao

დიეტა შაქრის შეზღუდვის გარეშე

2020-07-16 09:34:21+04:00

ერთი მხრივ, დიეტები დამღლელად და ხანგრძლივ პროცესად აღიქმება, ხოლო მეორე მხრივ, მარტივი მათემატიკური გათვლაა: ნაკლებს მიირთმევ - შესაბამისად, ნაკლებს იწონი. სამწუხაროდ, ბევრ ჩვენგანს არ შესწევს შაოლინელი ბერების მსგავსი მოთმინების უნარი, ამისათვის კი არაერთი გასახდომი საშუალებაა, რომელიც გახდომის გარდა, ფიზიკურადაც მსუბუქად ყოფნაში დაგეხმარებათ.
низкоуглеводное меню

დიეტა ნახშირწყლების გარეშე

იდეალურ აღნაგობასა და წონას კალკულატორსა და სქემებზე ხშირად ითვლიან, თუმცა ბევრი ფიტნეს-ინსტრუქტორი კვების რაციონში კრძალავს „შაქრის კალორიებს“, ვინაიდან ის ზრდის ცხიმოვან მასას მუცლის არეში განსაკუთრებით სწრაფად.

მთელი ეშმაკობა კი იმაში მდგომარეობს, რომ დღეში არაუმეტეს ასი „შაქრის კალორიის“ შემცველი პროდუქტების მიღებაა საჭირო.

დიეტოლოგებმა და მათ შორის, ერთ-ერთი ცნობილმა დიეტოლოგმა - ხორხე კრუზმა, მარტივი ფორმულა გამოიყვანეს: იმისათვის, რომ შეიტყოთ პროდუქტში არსებული „შაქრის კალორაჟის“ შესახებ, ნახშირწყლების რაოდენობა უნდა გაამრავლოთ ოთხზე.

მაგალითისთვის ავიღოთ ბანანი: საშუალო ზომის ბანანში 25 გრამი ნახშირწყალია. ბევრი გეჩვენებათ? მაშინ ავიღოთ მაგალითისთვის ქერის ფანტელი, რომელიც ყოველ 100 გრამზე 10 გრამ ნახშირწყალს შეიცავს, გადაამრავლეთ 4-ზე. ახლა თვითონ გადაწყვიტეთ, უმჯობესია ერთი ბანანი მიირთვათ თუ ქერის ფაფა მოიმზადოთ სულ რაღაც 300 გრამი?(ერთ თეფშს უდრის).

меню без сахара

პროდუქტები ნახშირწყლების გარეშე

შევთანხმდეთ, რომ ნახშირწყლებს ყველაფერი შეიცავს, თუმცა გარკვეული გრამების ოდენობით, რომელიც ან შედარებით ნაკლებად არის ამა თუ იმ პროდუქტში, ან პირიქით. გიზიარებთ პროდუქტებს, რომელიც თამამად შეგიძლიათ მიირთვათ, ისე, რომ ეს არ აისახოს თქვენ წონის მატებაზე.

сахар в продуктах

  • კვერცხი (იმისათვის რომ „შაქრის კალორაჟის" დაშვებული ნორმა მიიღოთ, დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 25 კვერცხი. არარეალურად ჟღერს, არა?)
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • სოკო
  • ნიახური
  • ყაბაყი (რომ მიირთვათ 4 ცალი ყაბაყი, 100 შაქრის კალორიის ნახევარს მიიღებთ მხოლოდ. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ შეზღუდვის გარეშე)

ახლა კი ყველაზე გემრიელი პროდუქტი, რომელიც ნახშირწყლების გარეშე დიეტის დროს გინდათ რომ მიირთვათ, მაგრამ უარს ამბობთ ხშირად

как похудеть на 10 кг

  • ქათმის ფეხი (არ შეიცავს ნახშირწყლებს)
  • ინდაურის ფარში
  • სალა
  • ხაჭო
  • ლოქო
диета Хорхе Круза

ის, რაც გვეჩვენება საკმაოდ კალორიულად და გვგონია, რომ ცუდად აისახება ჩვენს წონაზე, როგორც აღმოჩნდა, მცდარი შეხედულებაა, ვინაიდან, როგორც ხორხე კრუზი ამბობს, უნდა მიირთვათ ყველაფერი, კალორაჟების დათვლით. საშუალოდ დღეში უნდა მიირთვათ 1500-1700 კალორიის პროდუქტი, თვის ბოლოს კი ადვილად შენიშნავთ, თუ როგორ დაემშვიდობეთ ყოველგვარი შიმშილის გარეშე ზედმეტ კილოგრამებს.

დღის მენიუ

диета без сахара

  1. საუზმე - 200 გრამი ხაჭო ბერძნული თხილით და ნახევარი ავოკადო.
  2. სამხარი - ნიახური ნებისმიერი ოდენობით ან ბულგარული წიწაკა.
  3. სადილი - შემწვარი ქათმის ფეხი ყაბაყით ან ჭარხლის ფოთოლი ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად.
  4. ვახშამი - ინდაურის კატლეტი, ბროკოლით ან კვერცხით და მწვანილით
  5. დესერტი - იოგურტი ან ჭიქა კეფირი.

დიეტის დაცვის დროს უმთავრესია იცოდეთ კალორიების რაოდენობა. არ შეიზღუდოთ თავი, უბრალოდ ყოველთვის დათვალეთ, რას მიირთმევთ და რა რაოდენობით. შესაბამისად, შაქრის შემცველ პროდუქტებზეც უარის თქმა აღარ მოგიწევთ.

безуглеводная диета меню

წყარო:sovkusom