სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი კეტი ჰარლი ამტკიცებს, რომ ხილის წვენი კბილის მინანქარს აზიანებს.
ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის რეკომენდაციით, ბავშვებმა ყოველდღიურად ხუთი ულუფა ხილი და ბოსტნეული მაინც უნდა მიიღონ.
150 მლ წვენი ერთ ასეთ ულუფას ცვლის. ამიტომ ბევრი სწორედ წვენებით ამარაგებს შვილს, მაგრამ ხილის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, რომელიც კბილის მინანქარს აზიანებს. გარდა ამისა, კბილებს ვნებს წვენების მაღალი მჟავიანობაც.
ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ, ბავშვებს წვენების ნაცვლად ხილი მივცეთ, მერე კი წყალი დავაყოლებინოთ - ეს ხილის მჟავიანობას შეამცირებს.
ვეგეტარიანელობა ფსიქიკური დარღვევაა? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფსიქიკური დარღვევების ვრცელი სია გამოაქვეყნა.
ამ სიაში შევიდა ვეგეტარიანელობაც. ესპანეთში, ქალაქ მალაგაში მცხოვრებმა ერთმა ოჯახმა უმი საკვებითა და მკაცრი დიეტით შვილები ლამის კომურ მდგომარეობამდე მიიყვანა.
ბავშვები ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს. ასეთი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც იყო. ბავშვების გამოფიტვა გამოიწვია რაციონმა, რომელიც მხოლოდ მცენარეული საკვებისგან შედგებოდა.
თუმცა დიეტოლოგების ამერიკული ასოციაცია ამტკიცებს, რომ ხილისა და ბოსტნეულისგან სწორად შედგენილი რაციონი, პირიქით, ძალიან სასარგებლოა.
ლიკა კერატიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)