გახდომის მარათონი ზაფხულისთვის უკვე დაწყებულია. შესაბამისად, „მარაოს" ამ სტატიაში გაგიზიარებთ გემრიელ და სასარგებლო ფრეშებს, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია წონის დასაკლებად. ამასთანავე, მარტივია სახლის პირობებში მოსამზადებლად.
ფრეში „კოჭას სიმსუბუქე“
აიღეთ 2 ვაშლი, გააცალეთ კანი და გული, დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.
გააცალეთ 2 ფორთოხალს კანი. აიღეთ კოჭას ქერქი, გათალეთ და დატოვეთ ორი სანტიმეტრი. ხილი დაწურეთ წვენსაწურის მეშვეობით, ხოლო კოჭა ბლენდერში ათქვიფეთ, მიღებული მასა დაწურეთ, შეურიეთ ფორთოხლისა და ვაშლის ფრეშს და მიირთვით.
კოჭას წვენი დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის მოწესრიგებასა და ვირუსების სეზონთან ღირსეულად გამკლავებაში.
ლიმონისა და კიტრის ფრეში
აიღეთ 1 ცალი კიტრი, გათალეთ და დააბლენდერეთ. გაწურეთ 1 ლიმონი და კიტრის პიურეს შეურიეთ.
შეგიძლიათ მიირთვათ ამ ფორმით ან მიღებული მასა საცერის მეშვეობით გაწუროთ.
კიტრისა და ლიმონის ფრეში ეფექტური, ორგანიზმის გამწმენდი საშუალებაა, რომლის მიღება კვირაში 1-2-ჯერ არის რეკომენდებული. ამასთანავე, საკმაოდ მოკლე პერიოდში შენიშნავთ სიმსუბუქეს, დილას გაღვიძება კი ბევრად გაგიმარტივდებათ და ენერგიით სავსე იქნებით მთელი დღის განმავლობაში.
სტაფილოსა და კიტრის ფრეში ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად
გარეცხეთ და გააცალეთ კანი 2-3 საშუალო ზომის სტაფილოს. აიღეთ ნახევარი ჭარხალი და ნახევარი კიტრი. დააბლენდერეთ ყველაფერი, შემდეგ კი საცერის მეშვეობით გაწურეთ.
ეს ფრეში კუჭ-ნაწლავის სისტემას წმენდს ზედმეტი ტოქსინებისგან. რეკომენდებულია განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ხორცპროდუქტებს. ამასთანავე, აძლიერებს გულის მოქმედებას.
გოგრის და სტაფილოს ფრეში
გაასუფთავეთ 200 გრამი გოგრა, ნახევარი ვაშლი და დიდი ზომის სტაფილო, ჩაყარეთ წვენსაწურში და მიღებული ფრეში მიირთვით გემრიელად.
ვიტამინებით სავსე ფრეში სახის კანს ჯანმრთელ იერს შემატებს, გაგიუმჯობესებთ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და შეამცირებს ორგანიზმში „ცუდი“ ქოლესტერინების დონეს. ჰიპერტონიკებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ხილ-ბოსტნეულის მიქსი.
ვაშლის, ნიახურისა და ჭარხლის ფრეში
გაატარეთ წვენსაწურში დიდი ზომის ვაშლი, ნიახურის სამი ღერო და საშუალო ზომის გათლილი ჭარხალი - ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო კოქტეილიც მზად არის.
ეს ფრეში ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას. საკმაოდ ეფექტურია დერმატიტის სამკურნალოდაც.
ერთ რომელიმე ჭიქა მომზადებულ ფრეშში ბევრად მეტი ვიტამინია, ვიდრე მაღაზიაში შეძენილ ნატურალურ წვენში. ხილისა და ბოსტნეულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, არ დაიზაროთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრებისთვის სასარგებლო და ვიტამინებით სავსე თითო ასეთი ფრეშის მომზადება, რაც უდავოდ ჯანმრთელი ორგანიზმის გარანტიაა.
თქვენ რომელი ფრეშები გიყვართ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

წყარო:sovkusom