პარდულასის მომზადების რეცეპტი რეგიონების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან.
ეს არის ცომის ღვეზელი, რომელსაც ყველის შიგთავსი აქვს. თუმცა კუნძულის ცენტრალურ ნაწილში თხის რძისგან დამზადებული ყველით ცხვება, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში ბევრ ქიშმიშთან ერთად უყვართ მისი მომზადება.
„მარაომ“ ყველაზე გემრიელი სამხრეთელი სარდინიელების მიერ მომზადებული რეცეპტის გაზიარება გადაწყვიტა თქვენთვის. შესაბამისად, მოემზადეთ ჩვენთან ერთად გამოსაცხობად.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 350 გ
- წყალი 100 მლ
- ყველი რიკოტა 500 გ
- მანანის ბურღული 40 გ
- კვერცხი 2 ც
- ფორთოხლის ცედრა 1,5 სუფრის კოვზი
- კარაქი 50 გ
- მარილი 2 მწიკვი
- შაქარი 100 გ
- გამაფხვიერებელი 10 გ
- ლიმონის ცედრა 1,5 სუფრის კოვზი
- ზაფრანა 3 გ
მომზადების წესი
- 250 გრამი ხორბლის ფქვილი და მწიკვი მარილი კარაქთან ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ 50 მილიგრამი წყალი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ მიღებული ცომი გაახვიეთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში.
- ზაფრანას 50 მილიგრამი ადუღებული წყალი დაასხით.
- ცალკე აურიეთ ერთმანეთში 100 გრამი ფქვილი, ყველი რიკოტა, შაქარი, გამაფხვიერებელი, 2 კვერცხი, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა. დაუმატეთ ზაფრანა, რომელსაც ადუღებული წყალი დაასხით, მოურიეთ კარგად და მიიღეთ სქელი მასა. იმისათვის, რომ უფრო მყარი იყოს, მოაყარეთ მანანის ბურღული. მინანქარიც მზად არის.
- ცომი საბრტყელებლით გააბრტყელეთ და პატარა, ერთი ზომის რგოლები გამოჭერით. ამისათვის კი ჩვეულებრივი ჭიქა შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- თითოეულ გამოჭრილ რგოლში მიღებული მინანქარი მოათავსეთ და მოუკარით პირი ქვემოთ მოცემული სურათის მიხედვით.
მოათავსეთ პატარა გამოჭრილი კალათები ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთით.
იმისათვის, რომ პარდულასები დაამგვანოთ ჩვენს სააღდგომო პასქებს, შეგიძლიათ მოაყაროთ ცუკატები და თხილი, ორიგინალური სადღესასწაული ნამცხვრები კი გულგრილს არცერთი ასაკის ადამიანს არ დატოვებს.
გემრიელად მიირთვით და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგი.
წყარო:sovkusom