თუ ჯერ არ გინახავს "სამეფო კარის თამაშების" ფინალური სეზონის მეორე სერია, ამ სტატიის წაკითხვა ჯერ არ ღირს. მაგრამ თუ სპოილერის არ გეშინია, მაშინ განაგრძე კითხვა!
ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სცენა მეორე სერიიდან არია სტარკის და ჯენდრი ბარათეონის სექსის სცენა გახდა. ფანები დიდხანს ვერ მოდიოდნენ გონს იმის გამო, რომ მეისი უილიამსი უკვე გაიზარდა. მათ Twitter-ში ამ თემაზე ათასობით მემე გამოაქვეყნეს.

თავად მსახიობისთვისაც უჩვეულო იყო ინტიმურ სცენაში თამაში. აი, რა თქვა მან პორტალ Entertainment Weekly-ს ინტერვიუში:
«თავიდან ვიფიქრე, რომ ეს მორიგი ხრიკი იყო, სცენარისტების ერთ-ერთი "ფეიკი" ვერსია, რომელიც ძალიან უყვართ ჩვენს პროდიუსერებს. "ვაუ, რა სახალისოა" - ვთქვი, როდესაც ტექსტი წავიკითხე.
"წელს არავითარი ხუმრობა არ იქნება!" - მიპასუხეს სცენარისტებმა. სცენარი ხელახლა გადავიკითხე და დავფიქრდი:
მე ხომ რეალურად მომიწევდა გადაღება. როდის ვიღებთ? სასწრაფოდ სპორტდარბაზში უნდა წავიდე...

მეისის თქმით, სცენა ძალიან საინტერესო გამოვიდა.
"არია ძალიან ადამიანური მხრიდან აჩვენეს. ჩვენ აქამდე არასოდეს გვინახავს, რომ ის საკუთარ გრძნობებს ამჟღავნებდეს. არია ამას ყოველთვის გაურბოდა, მალავდა. ბენიოფმა და უაისმა (სცენარისტები) მითხრეს: "დაფიქრდი, კიდევ რას გააკეთებდა შენი გმირი, რომ სცოდნოდა, რომ შესაძლოა ქვეყნიერების აღსასრული დადგეს" - მოყვა უილიამსმა.