ტოპ-7 სტილი, როგორი აქსესუარები და სამოსია მოდაში ამ გაზაფხულს (+ფოტო) - Marao

ტოპ-7 სტილი, როგორი აქსესუარები და სამოსია მოდაში ამ გაზაფხულს (+ფოტო)

2019-04-26 00:52:19+04:00

გაზაფხული სწორედ ის დროა, როცა თქვენი გარდერობის გადახალისება ყველაზე მეტადაა აუცილებელი.
ეს მოქმედებს თქვენს ხასიათსა და მიმართულებაზე. გთავაზობთ 2019 წლის გაზაფხულის ყველაზე ტრენდულ 7 სტილს, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ გამოგადგებათ.

იასამნისფერი ბრუნდება - როგორც ხედავთ, იასამნისფერი ჩექმები, ზედები და სპორტული ფეხსაცმელები ძალიან ეფექტურია და სწორედ რომ უხდება საგაზაფხულო განწყობას. ამასთან, ყურადღება ექცევა ცოცხალი ფერის სამოსს, რომელსაც ღია, სადა ფერებს შეუხამებთ.

აქცენტი ფეხსაცმლის ქუსლზე - გამორჩეული ფორმის ფეხსაცმლის ქუსლი ამ სეზონზე ტრენდული და მომხიბლავია. ეს თქვენს ინდივიდუალობას ხაზს კიდევ უფრო გაუსვამს. მიაქციეთ ყურადღება ყვავილებიანი პრინტით დამშვენებულ სამოსს, რომელიც გაზაფხულს ყოველთვის უხდება.

ფეხსაცმელი გველის ტყავის ფაქტურით - ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრენდი გახლავთ, რომელსაც უცხოელი ქალბატონები უკვე აქტიურად ირგებენ.

„ბაიკერის ქუდი“ - თუ გნებავთ, რომ თქვენს სტილს განსხვავებული ელფერი შესძინოთ, ეს მშვენიერი გადაწყვეტილებაა. ეს ქუდი წინა წლის გაზაფხულზეც მოთხოვნადი იყო. მსგავსი ქუდი კარგი იქნება, რომ კლასიკურ სამოსს შევუხამოთ.

ნახევრად გამჭვირვალე ჩანთები, რომლებშიც სათავსო ჩანს - ეს მოდური და ბევრი ქალისთვის მოსაწონი ტრენდია, რომელიც აქტუალობას არც ამ სეზონზე დაკარგავს.

აქსესუარები თვლებით, მძივებით და სადა ფერებით - სინაზეს და ქალურობას წარმოაჩენს.

ამ სეზონზე ოვალური სათვალეებია მოდაში, რომლებსაც თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ დიდი მოცულობის არცერთი არაა. ამგვარი გადაწყვეტა თქვენს სახეს მკაცრ იერს ნაკლებად შესძენს. კუბოკრული პიჯაკები და კაბები კი ამ სეზონზე ნამდვილ ფურორს მოახდენს.

წყარო: thetrendspotter.net