ღამის სტალკერი - იგივე ღამის მონადირე (სწორედ ასე უწოდებდნენ მას ყველა გაზეთსა თუ ჟურნალში).
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ტეხასის შტატში დაიბადა ბიჭი (რიკარდო მუნიოს რამირესი), რომელზეც მოგვიანებით მამამისი ფიზიკურად ძალადობდა.
მისი ბავშვობა ტრაგიკული იყო. ოჯახს ძალიან უჭირდა, თუმცა ეს ყველაფერი არაა. სტალკერი პატარა იყო, როცა კარადა დაეცა და თავი დაუზიანდა, შემდეგ კი პარკში საქანელა დაეჯახა. ბოლო ინციდენტმა მას ეპილეფსიის ნიშნები განუვითარა, რასაც დიდხანს ებრძოდა.
ბიძაშვილი მიგელი დიდ ზეგავლენას ახდენდა თინეიჯერ რიჩარდზე. ომგამოვლილ ვეტერანს უამრავი ფოტო ჰქონდა, სადაც აღბეჭდილნი იყვნენ ადამიანები, რომლებიც წამებით დაიღუპნენ. ამასთან, მიგელი ვიეტნამელ ქალებს აუპატიურებდა და ეს შემზარავი კადრებიც "პოლაროიდის" ფირით ჰქონდა გადაღებული.
რამირესის ცხოვრებაში მარიხუანით შიმშილის მოკვლის და ოჯახიდან დროდადრო გაქცევის პერიოდი მოვიდა.
ის ღამეებს სასაფლაოზე ათევდა, რომ მამის რისხვა დროებით მაინც აეცილებინა თავიდან.
მალევე მის წინაშე მკვლელობა მოხდა, მისმა ბიძაშვილმა მეუღლე მოკლა. ამის შემდეგ რამირესი შეიცვალა და თანატოლები ვეღარ სცნობდნენ.
გადაწყვიტა, ეცხოვრა თავის დასთან, რის შემდეგაც უფრო მეტი თავისუფლება მიიღო, გემო გაუსინჯა ნარკოტიკს და სატანიზმით დაინტერესდა.
ამასობაში უახლოესი მეგობარიც გარდაეცვალა და საბოლოოდ ჩაიძირა კოკაინის მორევში. თავიდან ცხოველების მსხვერპლშეწირვა დაიწყო, შემდეგ ბინების ძარცვა და ქურდობა, ბოლოს კი...
რიჩარდი მომავალ მსხვერპლს უცნაური ტაქტიკით ირჩევდა. ცდილობდა, რომ არც ერთი მათგანი არ ყოფილიყო ერთი და იგივე სოციალური ჯგუფის ან ინტერესების მქონე.
მსხვერპლის ცხედარზე და დანაშაულის ადგილას მინიშნებების (ნახატების, პენტაგრამის) დატოვება დაიწყო. სწორედ იმ მინიშნებების, რომლებიც წიგნებშიც დაიტანა და ერთმანეთს ავბედითად დააკავშირა. ყოველი მკვლელობა რიტუალით სრულდებოდა. ერთნი იმასაც ამბობენ, რომ უყვარდა, როცა მსხვერპლს სატანის მიმართ სიყვარულზე ძალით ალაპარაკებდა.
პირველი მკვლელობა კალიფორნიის შტატში ჩაიდინა. 24 წლის რამირესის მსხვერპლი 76 წლის დაუცველი ქალი იყო, რომელიც გაძარცვა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა.
მდიდარი ქალბატონის ფული და ძვირფასეულობა მას დიდხანს სულაც არ ეყო. სტალკერის ახალი მსხვერპლი 6 წლის გოგონა იყო, რომელიც ავტობუსის გაჩერებიდან წაიყვანა.
ამბობენ, რომ გოგონა დაიყოლია, რომ მის დიდ ჩანთაში ჩამჯდარიყო და სახლში მალულად მიიყვანა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა საქმე მკვლელობამდე არ მისულა, თუმცა მან გოგონა გააუპატიურა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვა.
რიგში 11 წლის გოგონა აღმოჩნდა. მას საძინებლის ფანჯარა ღია ჰქონდა დატოვებული, სტალკერმაც ისარგებლა და სახლში მარტივად შეიპარა.
ხედავდა, რომ დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, საქმის გახსნა ვერ ხერხდებოდა. ისიც იცოდა, რომ მისი მონაცემები ბაზაში არ იყო და ფიქრობდა, რომ ვერაფერი შეაჩერებდა.
რიჩარდის სახელზე ძირითადად მარტოხელა, ხანშიშესული ქალები იყო. ის მათ სცემდა, შემდეგ ხოცავდა და ზოგჯერ მათ გვამებს ზედ სიმბოლოებს ახატავდა. ამასთან, ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და ბოლო ცენტამდე ძარცვავდა.
ალბათ, გაგაკვირვებთ ის ფაქტი, რომ მას ცოლი ჰყავდა, რომელიც მიმოწერით გაიცნო. ის ციხეში სწერდა წერილებს, ისევე, როგორც ბევრი სხვა ქალბატონი. ამ ქალბატონის სახელი და გვარია დორინ ლუიდი. ქალი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა დაემტკიცებინა მისი ქმრის უდანაშაულობა და ამბობდა, რომ რიჩარდს არავინ მოუკლავს.
დადასტურებულია, რომ მრავალშვილიან ოჯახებთან მიმართებაში რიჩარდი უცნაურად იქცეოდა. კაცებს ხოცავდა, ქალებს და ბავშვებს კი სასიკვდილოდ არ იმეტებდა.
მხოლოდ 1985 წელს მოხერხდა ის, რომ სასწაულებრივად გადარჩენილ მსხვერპლს, მარია ერნანდესს რიჩარდის ზუსტი ფოტორობოტი შეედგინა.
სერიულმა მკვლელმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მისი ფოტორობოტი უკვე ყველგან იყო. ამის შესახებ სამშობლოში დაბრუნებულმა შეიტყო და დროებით მიმალვა შეძლო. ხალხის ბრბომ მალევე მიაგნო, მოკვლას უპირებდნენ და მათ რამირესი სამართალდამცველებმა ხელიდან ძლივს გამოაცალეს. ცნობილია, რომ რამირესს უყვარდა ჯგუფ AC/DC-ის და Judas Priest-ის მოსმენა.
ადამიანები მის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ. არაზუსტი მონაცემებით, მან დაახლოებით 36 ადამიანი მოკლა, თუმცა სასამართლოს წინაშე ბრალი 19 ადამიანის მოკვლაში ედებოდა. ის ხალხს დანით, პისტოლეტით და სხვა ცივი იარაღით უსწორდებოდა.
ადვოკატმა ვერაფერი გააწყო, ვერაფრით დაამტკიცა ის, რომ სტალკერი ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა.
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 28 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა, სადაც ცუდი პირობები სულაც არ ჰქონდა.
„ყველა ჩვენგანში ლუციფერი ზის“ - ასე მიმართა რამირესმა ბოლოს სასამართლოს. ბოლო პერიოდში მას პატიმრებთან კონტაქტიც აეკრძალა, რადგან მუდმივად ჩხუბობდა. უცნაურად დაემთხვა ის, რომ სიკვდილით დასჯამდე ღვიძლის მწვავე შეტევით ციხის საავადმყოფოშივე გარდაიცვალა. სტალკერი 2013 წელს 53 წლის ასაკში გამოეთხოვა სიცოცხლეს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>