ჰაილაითერი მაკიაჟის ის ნაწილია, რომელიც მეტ სილამაზეს მატებს ნებისმიერ გოგონას და განსაკუთრებით კარგად გამოკვეთს სხვადასხვა ნაკვთს. საკმაოდ ეფექტურია გარუჯულ კანზეც, ხოლო მზიანი ამინდების გამოსვლასთან ერთად, „მარაოს“ მიერ გაზიარებული ვიდეო და რჩევა ჰაილაითერის სწორად გამოყენებაზე, უდავოდ დროულია.
ჰაილაითერის მეშვეობით სახე უფრო ჯანსაღად გამოიყურება. კონსილიერისგან განსხვავებით, შემნიღბავ საშუალებად ნამდვილად არ ითვლება, თუმცა ძალუძს ისეთი სახის ნაკლოვანებების დაფარვა, როგორებიცაა ნაოჭი, უსწორმასწორო ზედაპირი.

ჰაილაითერი უნდა დაიტანოთ შემდეგ ზონებზე:
- თვალის შიდა კუთხეებზე - მისი მეშვეობით თვალები უფრო მოცულობითი და ლამაზი გამოჩნდება.
- წარბის ქვეშ და წარბის ზემოთ - ასე წარბის ხაზს მეტ სისწორეს მიანიჭებთ და თვალები „გაგინათდებათ“.
- ცხვირის ტიხარსა და წვერზე - ამ მეთოდით ვიზუალურად უფრო წვრილი ცხვირი გამოგიჩნდებათ.
- ზედა ტუჩის ჩაღრმავებაზე - ასე კი ტუჩის მოცულობას გაზრდით.
- ღაწვების ზედა ნაწილსა და ნიკაპზე - რელიეფურობისთვის იდეალურია.
- ტანზე - დეკოლტეს მიდამოებში ჰაილაითერი მეტ სილამაზეს მოგანიჭებთ ვიზუალურად.

ჰაილაითერები იწარმოება სხვადასხვა სტრუქტურით, როგორიცაა: კომპაქტური პუდრისებრი და თხევადი კრემისებრი. სიმდგრადე არ მოქმედებს მის ეფექტურობაზე.
კრემისებრი თხევადი ჰაილაითერის წასმა შეგიძლიათ როგორც თითებით, ასევე სპონჟის მეშვეობით, იმისათვის, რომ უფრო მარტივად გადაანაწილოთ კანზე. თუკი თხევად ჰაილაითერს ტონალურს შეურევთ, საკმაოდ ბუნებრივ ეფექტს მიიღებთ.
მშრალი პუდრისებრი ჰაილაითერი ფუნჯის მეშვეობით უნდა წაისვათ. ასეთი სტრუქტურის ჰაილაითერები საკმაოდ ეფექტურია ცხიმიანი კანის მქონე გოგონებისთვის.

წყარო:goodhouse