სურნელოვანი საწებელი შემწვარი ხორცისთვის - Marao

სურნელოვანი საწებელი შემწვარი ხორცისთვის

2020-09-04 10:22:29+04:00


გთავაზობთ უგემრიელესი საწებლის რეცეპტს, რომელიც განსაკუთრებით უხდება მწვადს.

ინგრედიენტები:

  • პომიდორი 500 გ
  • ხახვი 1 ც
  • მწვანილი 0,5 კონა
  • ოხრახუში 0,5 კონა
  • ბაზილიკი 0,5 კონა
  • ქინძი 0,5 კონა
  • ნიორი 5 კბილი
  • წითელი წიწაკა 1 ც
  • მზესუმზირის ზეთი 100 მლ
  • მარილი, შაქარი, ძმარი და შავი პილპილი - გემოვნებით.

მომზადება:

  1. გარეცხეთ პომიდორი და დაასხით მდუღარე წყალი.
  2. მოაცილეთ კანი და მსხვილად დაჭერით.
  3. ხახვი დაჭერით პატარა კუბებად, ჩაყარეთ ქილაში და დაასხით ძმრიანი წყალი. ქილა შეანჯღრიეთ და დატოვეთ, რომ მარინადი მომზადდეს.
  4. ტაფაზე დაასხით ზეთი და დააწყვეთ პომიდვრის ნაჭრები. შუშეთ, სანამ სოუსი არ იქნება მზად.
  5. გაატარეთ ბადეში. თუ სოუსი ძალიან სქელია, გააზავეთ გადადუღებული წყლით.
  6. წვრილად დაჭერით წიწაკა. დაუმატეთ პომიდორს მარილთან, შაქართან და ძმართან ერთად.
  7. შუშეთ. დაუმატეთ ნიორი (გახეხილი). დააფარეთ ტაფას თავსახური და გააჩერეთ. ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და დამარინადებული ხახვი.
  8. სოუსი შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ ან შეინახოთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!