ყველაზე „სიმპათიური“ თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი თბილისში ჩამოდის(ფოტო/ვიდეო) - Marao

ყველაზე „სიმპათიური“ თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი თბილისში ჩამოდის(ფოტო/ვიდეო)

2019-05-01 12:50:13+04:00

თურქული ტელესერიალების მსახიობი ჩაგათაი ულუსოი თბილისში ჩამოდის.

ორგანიზატორების თქმით, მისი ვიზიტი “ბერი ანდრიას სახელობის ფონდის’’ მხარდასაჭერად და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ვახშამს უკავშირდება, რომელიც 10 მაისს გაიმართება, 18:30 წუთზე,  რესტორან ,,ეთნო წისქვილში’’.

Image result for cagatay

ჩაგათაი ბულგარული წარმომავლობის თურქია, რომელსაც ემიგრაციით მოუწია ბულგარეთიდან თურქეთში გადასვლა, დედა კი ბოსნიელი ჰყავს. ამჟამად 28 წლის მსახიობი, სამსახიობო კარიერის გარდა, მოდელობითაც არის დაკავებული, თუმცა პროფესიით ლანდშაფტის არქიტექტორია.

Related image

სტამბოლის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ჩაგათაიმ პარალელურად სამსახიობო აკადემიაში დაიწყო სწავლა. პარალელურად, 19 წლიდან მოდელობით არის დაკავებული, ხოლო 2010 წელს „თურქეთის საუკეთესო მოდელის“ ტიტულიც მიიღო.

Related image

ჩაგათაის პირველი დებიუტი კინოში 2009 წელს შედგა რეჟისორ ანადოლ ქართა-ლანის მხატვრულ ფილმში „Anadolu Kar-talları“, სადაც მან აჰმეთ ონურის როლი შეასრულა.

Related image

იმავე წელს დაიწყეს მისი სინჯების გადაღება სერიალში „Adini feriha koydum“, სადაც მას ემირ საფაროღლუს როლი უნდა შეესრულებინა. აღნიშნული სერიალის 1-2 სეზონის გადაღებები 2011 წელს დასრულდა და მან დიდ აღიარებას მიაღწია თურქეთში, ბულგარეთში, პაკისტანში, რუსეთსა და საქართველოში.

Related imageRelated imageRelated image

მის ჩამოსვლამდე კი შეგიძლიათ კიდევ ერთხელ თვალი გადაავლოთ წარმატებული და ერთ-ერთი ყველაზე „სიმპათიური" მსახიობის მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს.

Anadolu Kartalları (გადადით ლინკზე)

Related image

Delibal - ველური თაფლი (გადადით ლინკზე)

Related image