კროპ-ტოპი: ზაფხულის მოდის ახალი გამოძახილი - Marao

კროპ-ტოპი: ზაფხულის მოდის ახალი გამოძახილი

2019-05-07 12:37:43+04:00

ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მუსიკალურ ფესტივალზე, „Coachella“-ზე,
ხშირად იყრიან თავს მსოფლიო ვარსკვლავები, მოდელები, მომღერლები და მსახიობები. პაპარაცებისთვის ეს არის შესაძლებლობა, გადაიღონ კარგი ფოტოები, ხოლო ჩვენთვის იმის შესაძლებლობაა, რომ გავერკვეთ, რა იქნება წლევანდელი ზაფხულის ახალი გამოძახილი.

  • ნაქსოვი სტილის დიდი ნაჩვრეტებიანი ზედა - კვლავ ტრენდულია. დამატებულია ყვავილების ელემენტები. თუმცა ჩვენ გირჩევთ ატაროთ ასეთი სტილის ტოპები ჯინსებთან და ვფიქრობთ, რომ სრულიად უგემოვნოდ გამოიყურება ნაქსოვი ტოპი ნაქსოვ მინი-ქვედაბოლოსთან.

  • კვლავაც აქტუალური რჩება ტოპები ფურფუშებიანი მკლავებით, რომლებიც ხაზს უსვამს მხრებს. თუკი ასეთ ტოპზე შეაჩერებთ არჩევანს, უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ ბუნების ფერთა გამას ან ნეონს.

  • შეიკარით ბლუზა მსუბუქად, ისე, რომ მკერდთან საკმაოდ ჩაჭრილი იყოს და ამასთანავე, მუცელიც გიჩანდეთ. ეს ვარიანტი იდეალურად უხდება საცურაო კოსტიუმებზე მოსაცმელად.

  • თავისუფალი და ულტრამოკლე ტოპი გადაჭრილ ჯინსებთან ერთად საკმაოდ კომფორტულად და პრაქტიკულად გამოიყურება. ასე რომ, უდავოდ ღირს საზაფხულო გარდერობში ჩასანიშნად.

  • მოკლე ტოპები თეთრეულის სტილში რეკომენდებულია ატაროთ დახურულ ტანსაცმელთან ერთად, მაგალითად, როგორიცაა ღია ფერის დენიმი. თავისუფალი სტილის მოსაცმელი კი ბიუსტჰალტერის პროვოკაციულობას ნამდვილად ანეიტრალებს.

წყარო:cosmo