სოფი ტერნერი უკრაინელი დიზაინერის კაბით დაქორწინდა - Marao

სოფი ტერნერი უკრაინელი დიზაინერის კაბით დაქორწინდა

2019-05-08 12:02:33+04:00

ჰოლივუდში ვარსკვლავებს უყვართ მსოფლიოში ნაკლებად ცნობილი ბრენდების ტანისამოსით გამოსვლა.

"სამეფო კარის თამაშების" მსახიობი სოფი ტერნერი, რომელიც საკულტო სერიალში სანსა სტარკის როლს ასრულებს, პაპარაცებმა უკრაინული ბრენდის - Bevza-ს კაბაში გადაიღეს.

მსახიობმა ეს კოსტიუმი განსაკუთრებული შემთხვევისთვის შეარჩია. ლას-ვეგასში ის ჯო ჯონასზე დაქორწინდა.

კაბა 495 ფუნტი ღირს. ჯონასმა და ტერნერმა ქორწილზე 600 დოლარი დახარჯეს, სოფის კაბა კი წვეულებაზე ძვირი დაჯდა.

წყარო: peopletalk