კინოგიდი: დალი ჩიტალაძის ტოპ 5 საყვარელი ფილმი - Marao

კინოგიდი: დალი ჩიტალაძის ტოპ 5 საყვარელი ფილმი

2019-05-08 13:20:46+04:00

„მარაოს" რუბრიკის, „კინოგიდის“ სტუმარი მუდამ მოდური,
გემოვნებიანი და დახვეწილი ქალბატონი - დალი ჩიტალაძეა, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია თავისი გამორჩეული სილამაზითა და გემოვნებიანი ლუქებით.

დიახ, ეს არის ქალი, რომელიც მუდამ ულევი ენერგიითა და ოპტიმიზმით ავსებს არა მარტო ახლობლებს და მეგობრებს, არამედ მისთვის სრულიად უცხო ადამიანებსაც კი. მისი დადებითი ენერგეტიკა იმდენად გადამდებია, რომ მთელი დღით მიჰყვებათ ადამიანებს ის მუხტი, რასაც „კარგი აურა“ ჰქვია.

„მარაოს“ მკითხველისთვის კი მშვენიერი ქალბატონის ტოპ 5 საყვარელი ფილმი ასე გამოიყურება:

Related image

სამეფო კარის თამაშები /GOT

ჯ. რ. მარტინის ფენტეზი საგის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ადაპტაცია - სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით - ყინულის კედლის მიღმა, მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება...

Related image

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა/One Flew Over the Cuckoo's Nest

მილოშ ფორმანის საკულტო ფილმი, არანაკლებ ლეგენდარული მსახიობის, ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით 1975 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე 3 000 000$ მოიპოვა.

სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში დაუმორჩილებელი პატრიკ მაკმერფი მის მეგობარ პაციენტებს მთავარი მედდის - მილდრედ რეტჩიდის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ აამხედრებს...

Image result for one flew over cuckoo's nest

გლადიატორი/Gladiator

ბრძოლას ძალაუფლებისათვის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ვაჟსა და ძლევამოსილ რომაელ გენერალს, მაქსიმუსს შორის ამ უკანასკნელის მეუღლე და ვაჟიშვილი შეეწირნენ. მაქსიმუსი იძულებულია, ქვეყანა დატოვოს, მაგრამ გლადიატორად ქცეული, იგი უკან ბრუნდება შურისძიების მიზნით...

Image result for gladiator

ეშმაკი ატარებს პრადას/The Devil Wears Prada

ფილმი ახალგაზრდა ჟურნალისტის შესახებ, რომელიც ნიუ-იორკში, მოდის ინდუსტრიაში სამუშაოდ გადადის. მისი ძალზე მომთხოვნი და მკაცრი ბოსი აიძულებს მას, მაღალი კლასის ელეგანტური ჟურნალის იმიჯს მოერგოს, გოგონას კი უბრალოდ სურს, კარგი ჟურნალისტი გახდეს...

Image result for The Devil Wears Prada

ჭრიჭინა

სიმღერებითა და იუმორით აღსავსე ფილმი ახლად სკოლადამთავრებულ სოფლელ გოგონაზე მოგვითხრობს, რომელსაც სწავლასა და შრომას სიმღერა და თამაში ურჩევნია. იგი დიდად არც მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრას განიცდის, რადგან შეყვარებულია. მაგრამ ერთი გაუგებრობა ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

Related image