4 ზეთი და ნიღაბი სახლის პირობებში თმის მკვდარი ბოლოების აღსადგენად - Marao

4 ზეთი და ნიღაბი სახლის პირობებში თმის მკვდარი ბოლოების აღსადგენად

2020-06-13 09:12:36+04:00

სილამაზე - ისეთი ძალაა, რომლის გამოც მამაკაცები მზად არიან ნებისმიერ ქმედებაზე,
თუმცა რა იმალება სილამაზის უკან, რომელსაც მუდმივად ყურადღება სჭირდება, ამას „მარაოს“ დღევანდელ სტატიაში გაგანდობთ. სინამდვილეში მამაკაცი, პირველ რიგში, რასაც აქცევს ქალში ყურადღებას, ეს სწორედ რომ თმა არის. მოვლილი და ლამაზი თმა კი ნებისმიერი ქალის სავიზიტო ბარათია.

Image result for Ðти 5 масел незаменимы для кончиков волос

„მარაო“ გიზიარებთ თმის მკურნალობის მარტივ მეთოდებს სახლის პირობებში. ეთერზეთების გამოყენება კი ამ პროცესის პროფილაქტიკას ხელს უწყობს. ესენია:

  1. ქოქოსის ზეთი
  2. აბუსალათინის ზეთი
  3. ჟოჟობის ზეთი
  4. ზეთისხილის ზეთი

  • ქოქოსის ზეთის მთავარი ფუნქცია - დაცვაა. თმის ბოლოები იწვება ძირითადად თმის საშრობი საშუალებების გამოყენების შედეგად. საქმე იმაშია, რომ ზედმეტი თერმული დამუშავების შედეგად თმა ზიანდება. ქოქოსის ზეთი ქმნის დამცავ ფირს, რომელიც ბოლოების დამწვრობას თავიდან აგარიდებთ.

Image result for Кокосовое масел

  • აბუსალათინის ზეთი თმის მტვრევადობას აგარიდებთ თავიდან. გამოყენებისას დაიტანეთ მთლიანად თავზე, ძირებიდან დაწყებული. შედეგად მიიღებთ უფრო ხშირ და ძლიერ თმას.

Image result for Касторовое масло

  • ჟოჟობის ზეთის გამოყენება თმის ცხიმიანობას აგარიდებთ, პერიოდული გამოყენება კი ცხიმიანი და პრიალა თმის თავიდან არიდების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

Image result for Жожоба масло

  • ზეთისხილის ზეთის გამოყენება კი პირიქით, ზედმეტად გამომშრალი თმისთვის არის საკმაოდ ეფექტური. მისი შემადგენლობა განაპირობებს თმის მეტად „დატენიანებას“ და სასარგებლო ვიტამინებით გამდიდრებას. ხშირად მას ურევენ სხვადასხვა ეთერზეთს და ისე იყენებენ თმაზე.

Image result for Оливковое масло

სახლის პირობებში თმის მტვრევადი ბოლოებისთვის გაიკეთეთ აუცილებლად ნიღბები.

მკვებავი ნიღბის დამზადება შეგიძლიათ არაჟნისა და ქათმის კვერცხის მეშვეობით. ეს თმის სწრაფ და ეფექტურ ზრდას განაპირობებს. ამ ნიღბის გამოყენება რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ.

Image result for питательные маски для волос

საბოლოო ჯამში, დასკვნის სახით, შეგვიძლია გითხრათ, რომ სილამაზე მსხვერპლს სულაც არ მოითხოვს. უბრალოდ, საჭიროა მეტი ყურადღება და კონცენტრირება. შედეგად თავიდან აიცილებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც უყურადღებობით და მოუვლელობით შესაძლოა იყოს განპირობებული.

Related image

წყარო:topmood