„მარაოს" რუბრიკის, „კინოგიდის“ სტუმარი ახალგაზრდა მსახიობი ქეთი წიქვაძეა,
რომელიც ქართული გახმაურებული ტელესერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის - ლეკას როლს ასრულებს.

როგორც ქეთიმ „მარაოსთან“ საუბარში განაცხადა, დროის სიმცირიდან გამომდინარე, ფილმების ყურებას არცთუ ისე ხშირად ახერხებს:
„ფილმების ყურებას ხშირად ვერ ვახერხებ, რაც ვფიქრობ, არ შეეფერება არც ჩემს ოჯახისშვილობას და არც ჩემს ამჟამინდელ პროფესიას, მაგრამ სამწუხაროდ, ასე ხდება“.
ქეთი საკმაოდ მზრუნველი და მოსიყვარულე დედაა. შესაბამისად, თავისუფალს დროს შვილებს უთმობს.

თუმცა არის დღეები, როდესაც მსახიობი თავს ტელესერიალებით ირთობს.
„მარაოს“ მკითხველისთვის კი ქეთის ტოპ 5 ფავორიტი ფილმი/სერიალი ასე გამოიყურება:
სახალისო რომანტიკულ კომედიაში მილიონერი ბიზნესმენი ედვარდ ლუისი ჰოლივუდელ მეძავს, ვივიან უარდს ბიზნესკონტრაქტს დაუდებს და ამ საქმიან გარიგებაში თავსაც დაკარგავს. მას შემდეგ, რაც ედვარდი ვივიანს ერთი კვირით დაიქირავებს და კონკიას როლს შესთავაზებს, ვივიენი მაგნატს, თავის მხრივ, პრაგმატულ მსოფლმხედველობას უმსუბუქებს. შეძლებენ თუ არა ღარიბი მეძავი და მდიდარი საქმოსანი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას?

ჯ. რ. მარტინის ფენტეზი საგის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ადაპტაცია - სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით - ყინულის კედლის მიღმა, მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება...

ახალგაზრდა პაპი/The young pope
ლენი ბელარდოს ისტორია, რომელიც რომის პაპად აირჩიეს. ლენი რთული ადამიანია, რომელიც ექსცენტრიკულად იქცევა, ხანდახან საშიშადაც კი და მისი ქმედებების წინასწარ განსაზღვრა საკმაოდ რთულია. კარდინალები კი ინტრიგებს თხზავენ მის გარშემო.

ჩემი ცოლის დაქალები
"ჩემი ცოლის დაქალები" არის "ფორმულა კრეატივის" შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალი, რომელიც აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ფემინისტი თინას, ქარაფშუტა კატოსა და დიასახლისი ნინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდათ ახალი დაქალები - ნატაშკა და ანკა. ჩემი ცოლის დაქალები ეხება ქართული საზოგადოებისთვის აქტუალურ თანამედროვე სოციალურ პრობლემებს და საკითხებს, რომლებიც ყველა თაობის მაყურებლისთვის არის საინტერესო.

დათა თუთაშხია
ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია სწორედ ქეთის ბაბუას, ქართველ მსახიობს, რეჟისორს, რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარეს, ასზე მეტი სპექტაკლის, მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელს
- გიგა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. რომანის მოქმედება წარმოებს XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგს საქართველოში. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე და ეხება მრავალ ეთიკურ პრობლემას.
