ნამდვილ აფხაზურ აჯიკას არაფერი საერთო არ აქვს იმ ტომატის მასასთან, რომელსაც ჩვენ ზამთრისთვის ვაკეთებთ.
ადგილობრივები აჯიკას წითელი და მწვანე წიწაკებით აკეთებენ.
ინგრედიენტები:
- წიწაკა ჩილი 1,5 კგ
- ნიორი 100 გ
- ნიგოზი 200 გ
- ბაზილიკი 0,5 კონა
- ქინძი 1 კონა
- მარილი 1,5 ს/კ
მომზადება:
- გამოაცალეთ წიწაკებს თესლები, დაასხით თბილი წყალი, რომ აჯიკა მშრალი არ გამოვიდეს.
- დაიცადეთ 35 წთ.
- გაფცქვენით ნიორი, ნიგოზთან და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად ჩაყარეთ ბლენდერში და ერთგვაროვან მასად დააბლენდერეთ.
- ცხარე აფხაზური აჯიკა ქილებში გადაიღეთ და მაცივარში შეინახეთ.