5 რამ კერი ბრედშოუს გარდერობიდან, რომლებიც ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს - Marao

5 რამ კერი ბრედშოუს გარდერობიდან, რომლებიც ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს

2019-05-20 14:42:45+04:00

ზაფხულის მოსვლამდე სულ რაღაც რამდენიმე დღე დარჩა,
რაც იმას ნიშნავს, რომ დროა, საშოპინგოდ წავიდეთ. ჩვენ კი გირჩევთ, გადახედოთ საკულტო სერიალის - „სექსი დიდ ქალაქში“ გმირის, კერი ბრედშოუს გარდერობს, რომლიდანაც ამოვარჩიეთ 5 მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა დაამატოთ თქვენს გარდერობში.

mine22.gif Photo:  This Photo was uploaded by mmmmarcia2000. Find other mine22.gif pictures and photos or upload your own with Photobucket free image and...

გამჭვირვალე ფეხსაცმელი ქუსლზე

  • დიახ, გამჭვირვალე ფეხსაცმელები წელს აუცილებლად უნდა გქონდეთ გარდერობში. სასურველია, პატარა ქუსლზე იყოს, რაც უფრო ლამაზად წარმოაჩენს თქვენს ფეხს და ნებისმიერ ტანისამოსს მოუხდება.
Zara, 2999 р.

„მიდი“ ქვედაბოლო

  • ზაფხულს განსაკუთრებით უხდება ქვედაბოლოები, მით უმეტეს, თუ ის „მიდია", რაც კომფორტთან და სიგრილესთან ასოცირდება მუდამ.
In the Nude from Carrie Bradshaw's Best Outfits | E! OnlineBershka, 1999 р.

პიჯაკი

  • ეს ისეთი რამ არის, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა და მუდამ უნდა გქონდეს გარდერობში. იდეალურად უხდება როგორც კლასიკურ შარვლებს, აგრეთვე კაბებსა და ჯინსებს.

პატარა ჩანთა

  • თუკი დიდი ზომის ჩანთების ტარება არ გიყვართ, ზუსტად სათქვენოა ასეთი ზომის ჩანთა, მით უმეტეს, რომ წელს აქტუალურია მომცრო ზომის ჩანთები სხვადასხვა პრინტითა და ქსოვილით.
Zara, 3999 p.

მარგალიტი

  • მარგალიტები ზაფხულის მთავარი ტრენდია, რომელიც არასდროს არის ზედმეტი. შეგიძლიათ როგორც სამკაულის სახით მოირგოთ, აგრეთვე თმისსამაგრების შემთხვევაშიც არ უნდა თქვათ უარი. საკმაოდ ეფექტურია კაბებზე, თუმცა არ გადაამლაშოთ რაოდენობაში და არ დაიტვირთოთ კისერი.

წყარო: peopletalk