როგორ ესმით რომანტიკა ზოდიაქოს ნიშნებს? - Marao

როგორ ესმით რომანტიკა ზოდიაქოს ნიშნებს?

2019-05-21 12:05:02+04:00

სამყარო რომ ზედმეტად პრაქტიკული და მატერიალისტური გახდა, ალბათ, ბევრ თქვენგანს შეუმჩნევია. ზოგჯერ ყველაზე არარომანტიკულ ადამიანებსაც კი სჭირდებათ სილამაზისა და ესთეტიკის საყვარელი ადამიანისთვის გაზიარება. გაინტერესებთ, როგორ ესმით ზოდიაქოს ნიშნებს სიტყვა „რომანტიკა“?

ვერძი

მოტოციკლეტზე შემოხტა, უკან პარტნიორი შემოისვა და გაზს ჩაადგა... ტრასაზე ბოლო სიჩქარით მიდიოდა,

მის ირგვლივ სწრაფად იცვლებოდა ჯერ ქუჩების, შემდეგ კი ბუნების ხედები. მან იცოდა, რომ თაისუფალი იყო...

და ამ თავისუფლებას საყვარელ ადამიანს უზიარებდა. - აი, ეს არის ვერძისეული რომანტიკა.

კურო

გემრიელი და ლამაზი კერძებით გაწყობილ მაგიდას შემოუსხდნენ, არც სანთლების ანთება და სუფრაზე ყვავილების დაწყობა დავიწყებიათ... წითელი ღვინო ჩამოასხეს და სიყვარულის სადღეგრძელო შესვეს. - ეს არის კუროსეული რომანტიკა.

ტყუპი

კლუბიდან კლუბში გადადიოდნენ, გონების დაკარგვამდე სვამდნენ და ცეკვავდნენ. ტკბებოდნენ მუსიკით და ერთმანეთით. ირგვლივ ვერავის ამჩნევდნენ. ცდილობდნენ, ხშირად შეხებოდნენ ერთმანეთს... - ეს არის ტყუპისეული რომანტიკა.

კირჩხიბი

ისინი ზღვას სირბილით მიუახლოვდნენ... შეცვივდნენ და დიდხანს ბანაობდნენ ერთად. თამაშობდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს აწვალებდნენ... დაქანცულები ამობრუნდნენ პლაჟზე... ცხელ ქვიშაში ჩაწვნენ და მზეს მიეფიცხნენ. ერთმანეთს ხელს არ უშვებდნენ და ერთად გატარებულ ბედნიერ მომენტებს იხსენებდნენ. ნელ-ნელა მზე ჩაესვენა და მათი ყურადღება ნაირფერმა დაისმა მიიქცია. გაჩუმდნენ და ერთმანეთს მიეხუტნენ, - ასეთია კირჩხიბისეული რომანტიკა.

ლომი

ზუსტად ის უყიდა, რაზეც ოცნებობდა და ძალიან გაახარა. ქუჩაში მისეირნობდნენ, როცა ქარი ამოვარდა. მამაკაცმა პიჯაკი გაიხადა და მას მოახვია... - აი, ასეთია ლომისეული რომანტიკა.

გაგრძელება