თმის აღმდგენი ნიღაბი დარიჩინით და თაფლით - Marao

თმის აღმდგენი ნიღაბი დარიჩინით და თაფლით

2019-05-21 15:33:48+04:00

თმის აღმდგენი ნიღაბი სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ.

<div></div>
  • ნიღაბი აძლიერებს ფესვებს, ახდენს პასიური ბოლქვების გააქტიურებას, იწვევს ახალი თმის ზრდას, ბიოაქტიური ნარევი შეიწოვება თმაში და შიგნიდან აძლიერებს სტრუქტურას, ელასტიკურობას, ინარჩუნებს ფერს.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ. დაფქული დარიჩინი
  • 1,5-2 ს/კ. თაფლი
  • 1 კვერცხი
  • 1,5-2 ს/კ. ბირკავის ზეთი (იყიდება აფთიაქებში)

მომზადება და გამოყენება:

  1. შეურიეთ ყველა კომპონენტი, ოდნავ შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში. 10 წამი საკმარისი იქნება.
  2. შეიზილეთ მასა თმის ძირებში, შემდეგ - მთელ სიგრძეზე. ჩამოიცვით შხაპის ერთჯერადი ქუდი და ზემოდან პირსახოცი შემოიხვიეთ.
  3. თავიდან ოდნავ წვას იგრძნობთ. მინიმალური მოქმედების დრო 15 წუთია, მაქსიმალური - 1 სთ.
  4. დაიბანეთ თავი "რბილი" შამპუნით.

წყარო: sovkusom