ტყუპს მერკური მართავს - პლანეტა, რომელიც ყველაზე ცბიერად მიიჩნევა.
გავრცელებული აზრით, ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გაორებული ხასიათი აქვთ, სწორედ ამიტომ მათი სიმბოლოა ორი ადამიანი, ტყუპი.
„ბნელ“ ტყუპს შეუძლია იყოს ტემპერამენტული, დაუდევარი, შეუცნობელი, მატყუარა, ჭორიკანა და ფეთქებადი. უარეს შემთხვევაში ის იმდენად უკიდურესად არასტაბილურია, რომ ხანდახან გეგონებათ, რომ ფსიქიკური აშლილობა სტანჯავს.
აი, ის ზოგიერთი „ბნელი“ თვისება, რომლებიც ტყუპს შეიძლება ახასიათებდეს:
1. არასაკმარისი თანაგრძნობა

მიუხედავად იმისა, რომ ტყუპის უმრავლესობა საკუთარი გრძნობების ინტელექტუალიზაციისკენ არიან მიდრეკილნი, როცა მათი ბნელი მხარე იჩენს თავს, ისინი არ უთანაგრძნობენ სხვა ადამიანებს და საკუთარი მოქმედებების გამო თავს დამნაშავედ არ გრძნობენ.
2. მანიპულირება
ტყუპს „ბნელი“ მხარე აიძულებს სხვა ადამიანების ემოციებით მანიპულირება მოახდინოს, თავს „ცრუ“ მეგობრულ და მზრუნველ პიროვნებად წარმოაჩენს.

3. აკვიატებული ტყუილი
ტყუპი ნაწილობრივ ღიად იტყუება, რამდენადაც უყვარს გაზვიადება და სიმართლის გადაკეთება.
4. ჭორები

„ბნელი“ ტყუპი თქვენს ზურგს უკან იჭორავებს და თქვენს შესახებ ტყუილებსაც გაავრცელებს. პირში კი კომპლიმენტებით აგავსებთ.
5. დრამის შექმნა
„ბნელ“ ტყუპს ქაოსისა და დრამების შექმნა ახასიათებთ, ერთ ადამიანს მეორის წინააღმდეგ განაწყობს. გარშემო მყოფებთან თამაში უყვართ.
ასე რომ, ტყუპი კერკეტი კაკალია. თუ ტყუპის დადებითი მხარე - ბედნიერი, გონივრული, ვნებიანი, მრავალმხრივი და მხიარულია, მისი ბნელი მხარე - ინტრიგნული, მატყუარა, უსინდისო და მავნეა.
წყარო: lifter.com.ua