ბლინის ტორტები და ნამცხვრები დღეს ძალიან პოპულარულია, რადგან სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები:
  - თხელი ბლინები 20 ცალი
  - ხაჭო 200 გ
  - ყაყაჩო 100 გ
  - ვაშლი 5 ცალი
  - კვერცხი 2 ცალი
  - შაქარი 100 გ
  - დარიჩინი გემოვნებით
  - ვანილის შაქარი 2 ს/კ
  - ორცხობილა 2 ს/კ
  - ნაღების კარაქი 50 გ 
  - რძე 100 მლ
  - არაჟანი 100 გ
  - შესქელებული რძე  100 გ
  - ქიშმიში 1 ს/კ
  - შაქრის პუდრი გემოვნებით.
  
მომზადება:
  - გამოაცხვეთ თხელი ბლინები ამ რეცეპტით.
  - გათალეთ ვაშლი და დაჭერით ჩხირებივით. მოაყარეთ შაქარი, დარიჩინი. წაუსვით ტაფას ნაღების კარაქი და შუშეთ ხილი, სანამ არ დარბილდება.  პერიოდულად ურიეთ კოვზით. 
  - დაასხით ყაყაჩოს მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5–10 წუთი. გადააქციეთ წყალი და გაიმეორეთ პროცედურა. გადაწურეთ, ყაყაჩო გადაიტანეთ ბლენდერში. დაუმატეთ 3 ს/კ შაქარი და დააბლენდერეთ. 
  -  9 %-იანი ხაჭო კვერცხის გულებთან ერთად ჩანგლით დასრისეთ.  2 ს/კ შაქარი და 1 ს/კ ვანილის შაქარი შეურიეთ. 
  - დაუმატეთ ქიშმიში ან ნებისმიერი ჩირი და თხილი. 
  - მოამზადეთ მოსასხმელი მასა:
  - ათქვიფეთ მიქსერით 2 კვერცხი, არაჟანი, ვანილის შაქარი, რძე  3,2% და შესქელებული რძე. 
  - ბლინზე დადეთ  3 ჩ/კ ხაჭოს შიგთავსი და დაახვიეთ მილივით. ნაპირები შიგნით მოაყოლეთ. 
  - პროცედურა გაიმეორეთ ყველა ბლინზე.   ორი ცალი გადაინახეთ. 
  - საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ საფანელი, დააფინეთ ბლინი (შიგთავსის გარეშე).
  - გააკეთეთ 3 ფენა: ჯერ ბლინი ვაშლის შიგთავსით, შემდეგ ხაჭოსი. ყოველი ფენის ზემოდან მოასხით სოუსი. 
  - აცხვეთ 180 გრადუსზე, 20-30 წთ.
  - გააცივეთ და დაჭერით ნაჭრებად. მოაყარეთ შაქრის პუდრი. 
  

გემრიელად მიირთვით!