როგორ მოვამზადოთ დაბალკალორიული და სასარგებლო ქათმის სალათა მარტივად? (რეცეპტი) - Marao

როგორ მოვამზადოთ დაბალკალორიული და სასარგებლო ქათმის სალათა მარტივად? (რეცეპტი)

2020-08-19 08:06:48+04:00

ბევრს უყვარს ქათმის ხორცი მისი დაბალკალორიულობის გამო.
თუმცა გემრიელად მომზადებული ქათმის სალათა ნამდვილად ჭამის პროცესს ბევრად სასიამოვნოს ხდის.

Image result for лучших салатов с курицей

„მარაო“ გიზიარებთ დაბალკალორიული და სასარგებლო ქათმის სალათის მომზადების რეცეპტებს, მარტივად, რამდენიმე ინგრედიენტის გამოყენებით.

Image result for Полезный салат с авокадо и курицей

სასარგებლო სალათა ავოკადოთი და ქათმით

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ქათმის ფილე ნებისმიერ მდგომარეობაში (მოხარშული ან გამომცხვარი);
  • 1 ცალი კიტრი;
  • 1 ცალი ავოკადო;
  • 1 ცალი ვაშლი;
  • 3-4 სუფრის კოვზი იოგურტი;
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი;
  • 100 გრამი ისპანახი
მომზადების წესი:

ქათმის ფილეს გააცალეთ კანი და ძვლები, დაჭერით თხლად. გათალეთ

ავოკადო, ვაშლი და კიტრი. შემდეგ ავოკადო და კიტრი დაჭერით მრგვლად, ხოლო ვაშლი გახეხეთ - ასე სალათა გაიჟღინთება ვაშლის წვენით და მეტ არომატს მიანიჭებს. ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით იოგურტი.

გემრიელი, სასარგებლო და ამასთანავე, დაბალკალორიული ქათმის სალათიც მზად არის.

სალათა ქათმით და ფორთოხლით

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი მოხარშული ქათმის მკერდი;
  • 1 ცალი კიტრი;
  • 1 კონა სალათის ფურცლები;
  • 1 ცალი ფორთოხალი;
  • მწვანე ხახვი;
  • 2 სუფრის კოვზი ქუნჯუთის მარცვლები;
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
  • 1 კბილი ნიორი;
  • 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი;
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი;
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონი;
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

Image result for Салат с курицей и апельсином

 

მომზადების რეცეპტი: ქათამი და კიტრი დაჭერით კუბებად. ფორთოხალს მოაცილეთ ქერქი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად. სალათის ფურცლები გარეცხეთ და ხელით დააქუცმაცეთ. შეაზავეთ ზეითუნის ზეთით სოიოს სოუსთან ერთად. დაუმატეთ ლიმონის წვენი, მდოგვი და დაკეპილი ნიორი. ყველაფერი ერთმანეთში საგულდაგულოდ აურიეთ და შეკმაზეთ სოუსით, ქუნჯუტის მარცვლები კი ტაფაზე მოხალეთ და მოაყარეთ სალათას.

გემრიელი და განსხვავებული ქათმის სალათაც მზად არის.

გაგვიზიარეთ შედეგი Smile

წყარო:otvetin