ქალურობისა და სილამაზის ეტალონი ოდრი ჰეპბერნი დღეს 90 წლის გახდებოდა. ოდრის თემაზე, ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, ბევრი ფოტოსესია გვინახავს, მაგრამ გია ბაღაშვილის მეუღლე თამუნა ტაბატაძე მართლაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ცნობილ მსახიობს.
თამუნამ ოდრის თემაზე ერთხელ უკვე გადაიღო ფოტოები, რომელმაც მაყურებლის გაოცება გამოიწვია, ახლა კი სწორედ მის 90 წლისთავს მიუძღვნა მეორე ფოტოსესია, რომელიც იტალიაში ჩატარდა. ამჯერად ინსპირაციის წყარო 60-იანი წლების მსოფლიო კინოს ერთ-ერთ შედევრი, მიუზიკლი “ჩემი მშვენიერ ლედია”.
- თამუნა, პირველად როდის აღმოაჩინეთ, რომ ოდრი ჰეპბერნს ჰგავდით? ან ვინ შეამჩნია ეს მსგავსება?
- საკმაოდ პატარა ასაკიდან აღნიშნავდნენ ხოლმე მსგავსებას, თუმცა, სიმართლე გითხრათ, გარკვეულ უხერხულობას ყოველთვის ვგრძნობდი, რადგან ოდრი ჰეპბერნი მართლაც ერთადერთი და განუმეორებელი იყო სილამაზით, არტისტიზმით, არისტოკრატიულობითა და საოცარი სულიერი სამყაროთი. ამასთან დაკავშირებით ერთი სახალისო ამბავი მახსენდება. ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გადიოდა "რომაული არდადეგები’’. ჩემი უფროსი შვილი, ნინი, მაშინ 2 წლის იყო, ღიმილით შეხვდა ეკრანზე ოდრი ჰეპბერნის გამოჩენას და გახარებულმა წამოიძახა: "ეს დედიკოა!’’ ცოტა ხანში ეკრანზე გრეგორი პეკი გამოჩნდა, რომელმაც ოდრი ჰეპბერნი ჩაიხუტა და აკოცა. ნინის სახე მოეღუშა და უკმაყოფილომ ჩაილაპარაკა - "ეს მამიკო არ არის!’’ (იცინის).

- ბევრი ფოტოსესია გვინახავს ოდრის მოტივებზე, მაგრამ უდავოა, რომ თქვენ ყველაზე მეტად ჰგავხართ მას. მოგწონთ ეს თუ პირიქით - ხანდახან შემაწუხებელია?
- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. რა თქმა უნდა, ეს შედარება ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. პირველად, როდესაც I see studio-სგან მივიღე შემოთავაზება, გაგვეკეთებინა ფოტოსესია ოდრი ჰეპბერნის თემაზე, გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. არასდროს მიფიქრია ოდრი ჰეპბერნთან მსგავსების ხაზგასმა, მით უმეტეს, თემატურ ფოტოსესიაში მონაწილეობა, თუმცა მეუღლისა და მეგობრების "დაჟინებული” თხოვნით დავთანხმდი (იცინის).

- ახალი ფოტოსესია ოდრის 90 წლისთავს მიუძღვენით?
- დიახ, ახალი ფოტოსესია სწორედ ოდრი ჰეპბერნის 90 წლისთავს მივუძღვენით. იგი 60-იანი წლების მსოფლიო კინოს ერთ-ერთ შედევრის, მიუზიკლ “ჩემი მშვენიერი ლედის” თემაზეა შექმნილი. ფოტოები შესანიშნავმა ფოტოგრაფმა აკო ხარისთვალაშვილმა გადაიღო და რამდენიმე ჟურნალში დაიბეჭდა. პირველი ფოტოსესია წარმატებულად ჩათვალეს და გაჩნდა იდეა, გადაგვეღო ფოტოები რომში, ფილმების "რომაული არდადეგები’’ და ,,საუზმე ტიფანისთან” თემაზე.
გაგრძელება + ფოტოები