გეიშა ქალურობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ეტალონია მთელ მსოფლიოში.
ისინი ამ ხელოვნებას, ბავშვობიდან მოყოლებული, მრავალი წლის მანძილზე ეუფლებიან. საიდუმლოებების დიდი ნაწილი დაფარულია და მხოლოდ მასწავლებლიდან მოწაფეს გადაეცემა. თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც ხდება ცნობილი უფრო ფართო აუდიტორიისთვის.
გაგაცნობთ გეიშების ზოგიერთ საიდუმლოს, რომლებიც ეხმარება მათ, ყოველთვის იყვნენ მიმზიდველები და მომხიბვლელები.
- საკუთარი ხმა დიქტოფონზე ჩაიწერეთ. ექსპერიმენტი ჩაუტარეთ ინტონაციას. საუბარი უნდა იყოს ტალღოვანი, თანაბარი.
- მოიშორეთ პარაზიტი სიტყვები.
- ყოველთვის ზუსტად განსაზღვრეთ, თუ რისი თქმა გსურთ, რათა ნაკლებად გაიმეოროთ და არ გქონდეთ უადგილო პაუზები.
- მნიშვნელოვანია ყოველთვის ელეგანტური იყოთ. მაგ: როცა რაიმეს გადაწოდება გსურთ მაგიდაზე, იდაყვები სხეულზე მიიბჯინეთ, რათა არაფერი გატეხოთ.
- ფრჩხილები კოხტად უნდა გქონდეთ მოწესრიგებული. დაგეზარებათ მათი მოვლა? მაგ: ჩაიტარეთ ეს პროცედურა საღამოს, საყვარელი სერიალის ყურებისას.
- თავი სწორად დაიჭირეთ და იყურეთ წინ, არა ფეხებზე.
- იძინეთ მაგარ ზედაპირზე, რათა ზურგი მიეჩვიოს და იყოს ჯანმრთელი.
- გეიშები ხერხემლის სწორად დასაჭერად ფართო ქამარსაც ატარებდნენ.
- ნუ იჩქარებთ. გახსოვდეთ, რომ გეიშას ერთ-ერთი მთავარი თვისება ელეგანტურობაა.
- ნუ მიეყრდნობით კედლებს ან მოაჯირებს და ეცადეთ, ორ ფეხზე თანაბრად იდგეთ.
გეიშების ერთ-ერთი საიდუმლო, რომლის წყალობითაც ადამიანთან საერთო ენას სწრაფად პოულობდნენ, იყო ის, რომ წინასწარ აგროვებდნენ ამ ადამიანზე ინფორმაციას.
დღეს ამის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია. წინასწარ მოიკითხეთ, შეხვედრა ვისთან გიწევთ, დაათვალიერეთ მისი გვერდი სოცქსელში. ადამიანზე მცირედის ცოდნითაც კარგი ურთიერთობის წარმართვას შეძლებთ და დადებით იმიჯსაც შეიქმნით.
- ეცადეთ, ყოველთვის მშვიდი იყოთ. ამისათვის გამოიყენეთ დიაფრაგმა, შეისუნთქეთ ცხვირით. შემდეგ 5-მდე დაითვალეთ და ნელა ამოისუნთქეთ. ასე მოსაუბრესაც დაეხმარებით დამშვიდებასა და მოდუნებაში.
- ყველა მოძრაობა უნდა იყოს ტალღოვანი და კოხტა, მაგრამ თავდაჯერებული და ზუსტი. თუ გრძელსახელოიანი სამოსი გაცვიათ, შეგიძლიათ ხანდახან აიწიოთ ან ჩამოიწიოთ და თქვენი მაჯების დემონსტრირება მოახდინოთ. საწინააღმდეგო სქესისთვის სხეულის ეს ნაწილი საკმაოდ მიმზიდველად ითვლება.
- არ გადააჯვარედინოთ ფეხები. პირველ რიგში, ეს დახურული პოზაა; მეორეც, გეიშები ამ პოზას გაურბოდნენ, რათა შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები არ შექმნოდათ.
- თვალები ნახევრად დახრილი უნდა იყოს, რათა იდუმალი და მიმზიდველი მზერა გქონდეთ. ამასთან, ადამიანს ღიმილით უნდა მიესალმოთ და თავაზიანად შეხედოთ.
- მზერა განსაკუთრებულად მძაფრი და ღრმა რომ იყოს, შეასრულეთ შემდეგი სავარჯიშო: ყოველ დილით ატრიალეთ თვალები დახუჭულ მდგომარეობაში. თანმედროვე ფოტომოდელები ამ ხერხს გადაღებების წინ მიმართავენ.
- ეს ვარჯიში სწრაფად მოდუნებასა და კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. დახუჭეთ თვალები და თავი დაბლა დახარეთ. შემდეგ ნელა აწიეთ, პარალელურად ღრმად ისუნთქეთ. გაახილეთ თვალები. როცა თავს ისევ მაღლა აწევთ, სუნთქვა რამდენიმე წამით შეაჩერეთ. შემდეგ მოდუნდით და ამოისუნთქეთ. შუა და უსახელო თითები დააჭირეთ წარბებს შორის წერტილს 1-2 წუთით.
მიუხედავად ყოველდღიურად დიდი რაოდენობით კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისა - თმა, კანი და ფრჩხილები ჯანსაღი რომ დარჩენილიყო, გეიშები გულმოდგინედ ზრუნავდნენ საკუთარ სხეულზე ბუნებრივი საშუალებების დახმარებით.
- აბაზანის მიღების დროს წყალში დაამატეთ რამდენიმე კოვზი მწიფე ვაშლის წვენი. ის კანს დაეხმარება ახალგაზრდობისა და სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
- ბზინვარე თმისთვის გეიშები ჩინური ვარდისგან ამზადებდნენ ნახარშს და კვირაში ერთხელ ამით იბანდნენ თავს.
- როცა თმა იღლებოდა, გოგონები მწვანე ჩაის იყენებდნენ. მას ჩვეულებრივად ხარშავდნენ და შემდეგ მისით იბანდნენ თავს. დიდი რაოდენობით ვიტამინების შემცველობის წყალობით სასმელი ორგანიზმს არა მარტო გარეგნულად ეხმარებოდა „გამოღვიძებაში“, არამედ შინაგანადაც.
- ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სახის კანის პრობლემებისგან თავის დასაცავად, მწვანე ჩაით სახის დაბანა შეიძლება დილით და საღამოსაც.
წყარო: adme.ru